სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„DRG პრინციპის გათვალისწინებით შევქმენით ახალი, თანაბარი ტარიფი როგორც მშობიარობის, ისე საკეისროს კვეთის...

„DRG პრინციპის გათვალისწინებით შევქმენით ახალი, თანაბარი ტარიფი როგორც მშობიარობის, ისე საკეისროს კვეთის შემთხვევაში“

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ საუბრისას აღნიშნა, რომ მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსებაზე DGR დაფინანსების მოდელი გავრცელდა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე, თანაბარი ტარიფი დაწესდა და მოქალაქეებისთვის მომსახურება არის უფასო. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობასაც შეამცირებს.

„DRG პრინციპის გათვალისწინებით, შევქმენით ახალი, თანაბარი ტარიფი, როგორც მშობიარობის, ისე საკეისროს კვეთის შემთხვევაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ საკეისრო კვეთა იქნება ჩვენების გარეშე, ექიმს მოტივაცია ექნება, რომ აღარ გააკეთოს. მოთხოვნით საკეისრო კვეთის ჩატარებისას ღირებულებას თავად პაციენტი გადაიხდის, შესაბამისად, არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობა შემცირდება“. – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მშობიარეს აქვს სურვილი ე.წ. vip მომსახურებით ისარგებლოს, ან ჩვენების გარეშე გაიკეთოს საკეისრო, მას შეუძლია, სურვილისამებრ, ერთჯერადად გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და მომსახურების საფასური სრულად გადაიხადოს.

„ჩვენ ვერ მოვახდენთ საკეისრო კვეთების ჩატარების წახალისებას, სახელმწიფო სწორად, ჩვენებით ჩატარებულ საკეისრო კვეთასა და მშობიარობას სრულად დააფინანსებს, თუმცა თუ პაციენტს სურვილი აქვს ისარგებლოს ე.წ. vip პალატის მომსახურებით, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ ძვირადღირებული 3000 დან 5000 ლარამდე შეიძლება იყოს, მას შეუძლია გამოეთიშოს პროგრამას ერთჯერადად და თავისი ხარჯებით სრულად დააფინანსოს“. – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება.

 

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დემოგრაფიული გამოწვევის წინაშე, დღეს, თითქმის მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი განვითარებული ქვეყნები დგანან. მხარეებმა იმსჯელეს არსებული გლობალური ტენდენციების გავლენასა და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში უნდა გადაიდგას
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights