სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TVსამი ნიშანი 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობად...

სამი ნიშანი 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობად…

ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა აუტიზმის 3 ნიშანზე ისაუბრა, რომელიც წლინახევრის ბავშვების მშობლებს ამ დიაგნოზის ამოცნობაში შეიძლება დაეხმაროს.

„ერთ-ერთი ნიშანი არის, როდესაც ბავშვი მისი სახელის დაძახებისას არ იხედება. მან მინიმუმ 10 დაძახებიდან, 6-7 ჯერ უნდა გამოგვხედოს.

მეორე არის ის, რომ ის არ იყენებს მისათითებლად საჩვენებელ თითს.

მესამე კი არის ის, რომ ჩვენს მითითებულ ადგილსა თუ ნივთზე, არ ატრიალებს თავს და არ რეაგირებს.

თუ ეს სამი ნიშანი აქვს, თუნდა  14 ან 18 თვის ბავშვს, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.

არ დაეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ თავისით გამოსწორდება. თავისით არ გამოსწორდება. სჯობს, გადაჭარბებულად ვიმუშაოთ და შევაფასოთ, ვიდრე გამოგვეპაროს და ამ ნიშნების ამოცნობა დაგვიანდეს“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა - „მოზარდის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი ძალიან საყურადღებოა“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights