სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენების გარეშე საკეისროს ვინმეს ვუკრძალავთ“

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენების გარეშე საკეისროს ვინმეს ვუკრძალავთ“

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომ  ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ძალიან ცუდი ტენდენცია გვაქვს. მშობიარობების საშუალოდ, 55-60% ხდება საკეისროს მეშვეობით. აქედან ძალიან დიდი ნაწილი არის ჩვენების გარეშე საკეისროები, რაც სამომავლოდ ქვეყანაში დემოგრაფიულ პრობლემებს ქმნის.

„სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ შევქმენით ახალი ტარიფი, რომელიც არ ასხვავებს ფიზიოლოგიური მშობიარობას საკეისრო მშობიარობისგან და ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე ტარიფია. თუ საკეისრო ჩვენების გარეშე იქნება, ექიმს მოტივაცია ექნება რომ აღარ გააკეთოს და ასევე ექნება მშობიარესაც, რადგან მაშინ გადახდა თვითონ მოუწევს.

გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ ჩვენების გარეშე საკეისროს ვინმეს ვუკრძალავთ. ჩვენ არავის არაფერს ვუკრძალავთ – ვამბობთ, რომ სწორ შემთხვევაში სახელმწიფო სწორად ჩატარებულ საკეისროს, მშობიარობასა და ექიმის ხარჯებს დააფინანსებს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა, სამედიცინო პერსონალის, ექიმი-ნარკოლოგებისა და საპროცედუროს ექთნებისთვის კონკურსი გამოაცხადა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights