სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროჯანდაცვის სამინისტრო 10 ექიმს უფასოდ გადაამზადებს და დაასაქმებს - რას ითვალისწინებს პროგრამა?

ჯანდაცვის სამინისტრო 10 ექიმს უფასოდ გადაამზადებს და დაასაქმებს – რას ითვალისწინებს პროგრამა?

ჯანდაცვის სამინისტრო, სუბსპეციალობის პროგრამაში – „სასამართლო ექსპერტიზა“ ექიმებს უფასოდ გადაამზადებს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში აჭარის, იმერეთის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მაცხოვრებელი 10 ექიმის გადამზადება მოხდება.

გადამზადებული ექიმები, ძირითადი კლინიკური საქმიანობის პარალელურად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონულ დანაყოფებში დასაქმდებიან და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას უზრუნველყოფენ.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც სწავლის, ისე სწავლის ხელშეწყობის ხარჯები (თბილისში საცხოვრებლის, ტრანსპორტის, დღიური ნორმის ხარჯები).

პროგრამის პირობები:

• სუბსპეციალობის პროგრამაში „სასამართლო ექსპერტიზა“ მზადების უფლება აქვთ სერტიფიცირებულ ექიმებს სპეციალობებში: ზოგადი ქირურგია, მეანობაგინეკოლოგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია (მზადების ხანგრძლივობაა 6 თვე), ასევე საოჯახო მედიცინა (მზადების ხანგრძლივობაა 9 თვე).
• გადამზადებული ექიმები, ძირითადი კლინიკური საქმიანობის პარალელურად დასაქმდებიან სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოთხ რეგიონულ დანაყოფში – აჭარა, იმერეთი, კახეთი, სამცხეჯავახეთი.
• კონსკურსის ფარგლებში შეირჩევა 10 ექიმი. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ მდედრობითი სქესის ექიმებს.
• სუბსპეციალობაში გადამზადების პროცესი განხორციელდება სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე.
• პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც სწავლის, ასევე სწავლის ხელშეწყობის ხარჯები (თბილისში საცხოვრებლის, ტრანსპორტის, დღიური ნორმის ხარჯები).

სასამართლო ექსპერტების გადამზადების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა,
განაცხადი სამინისტროს ელ-ფოსტაზე info@moh.gov.ge 2023 წლის 14 დეკემბრის (18:00 სთ)
ჩათვლით უნდა გააგზავნონ შემდეგ დოკუმენტებთან ერთად:

1) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
2) საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი;
3) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4) ცნობა სამუშაო ადგილიდან;
5) ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც მითითებული იქნება ფაქტობრივი მისამართი,
ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი.

ელ-ფოსტის სათაურად მითითებულ უნდა იქნეს „სასამართლო ექსპერტების გადამზადება.“

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ექიმების ნაწილი საჯაროდ საუბრობს, თუ რა გარიგებაში შედიან მათი კოლეგები ფარმაცევტულ კომპანიებთან და როგორ არღვევენ პაციენტის უფლებებს...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights