სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიპულსი TVღვიძლის უკმარისობის პროგნოზი არაკეთი­ლ­სა­იმე­დოა, გამოსავალი ფატალურია, თუ არ ტარდება მკურნალობა ან დაავადება...

ღვიძლის უკმარისობის პროგნოზი არაკეთი­ლ­სა­იმე­დოა, გამოსავალი ფატალურია, თუ არ ტარდება მკურნალობა ან დაავადება პროგრესი­რებს

ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობა არის ღვიძლის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება.
ღვიძლის უკმარისობა გამოწვეულია დაავადე­ბით ან ნივთიერებით, რომელიც აზიანებს ღვიძლს;
ზოგადი სიმპტომებია სიყვითლე, დაღლილობა, სისუსტე და უმადობა;
მდგომარეობის სიმძიმის გამომხატველი სიმ­პტო­მე­ბია სითხის დაგროვება მუცლის ღრუში – ასციტი, სი­სხლდენა და სისხლჩაქცევები;
დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს, ფიზიკური გამოკვლევის და სისხლის ანალიზის შედეგებს;
გამომწვევი მიზეზის მკურნალობის გარდა რე­­კო­მენ­დებულია ცილის მიღების კონტროლი, საკვებში სუფრის მარილის რაოდენობის შემ­ცირება, ალკოჰოლის მიღებაზე უარის თქმა.
ღვიძლის უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ნებისმიერმა დაავადებამ, მათ შორის ვი­რუსულმა ჰეპატიტმა, ციროზმა, ალკოჰო­ლით ან წამლებით (მაგ., აცეტამინოფენი) გა­მო­წვეულმა ღვიძლის დაზიანებამ. ღვიძლის უკ­მა­რი­სობა ვითარდება, თუ დაზიანებულია ღვიძლის ძალიან დიდი ნაწილი. უკმარისობა შეიძლება სწრაფად განვითარდეს – დღეების ან კვირების განმავლობაში (მწვა­ვე) ან თანდათან – თვეების ან წლების განმავლობაში (ქრონიკული).
ფუნქციის დაქვეითებისას:
ღვიძლი ბილირუბინს (ნარჩენი პროდუქტი, რო­­მელიც წარმოიქმნება ძველი სისხლის წი­თე­­ლი უჯრედების დაშლის შედეგად) სათანადო რაოდენობით ვერ გა­მოყოფს. ამის შედეგია სიყვითლე;
ღვიძლს აღარ შეუძლია სისხლის შედედებისთვის სა­ჭირო ცილების საკმარისი რაოდენობით სინთეზი. ამის შედეგია მიდრეკილება სისხლ­ჩაქცევებისა და სისხლდენისადმი (კოაგულო­პათია);
ხშირია პორტული ჰიპერტენზია. ამის შედეგია მუცლის ღრუში სითხის დაგროვება (ასციტი), ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია ან ერ­თიც და მეორეც.
სიმპტომები და დიაგნოზი
ადამიანს ღვიძლის უკმარისობით, ჩვეულებ­რივ, აქვს სიყვითლე, ასციტი, ღვიძლისმიერი ენ­ცეფა­ლოპათია, აღენიშნება ჯანმრთელობის ზოგადი გა­უ­არესება. ზოგად სიმპტომებს განეკუთვნება დაღლილობა, სისუსტე, გულისრევა და უმადობა. ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება რამდე­ნიმე დღეში სიკვდილის პირას აღმოჩნდეს. ღვი­ძ­ლის ქრონიკული უკმარისობის დროს ჯანმ­რ­თე­ლობა თანდათან უარესდება მოვლენათა გა­ნ­ვითარების დრამატული ფაზის დადგომამდე, მაგალითად, ვარიკოზებიდან (დიდი, დაკლაკნილი ვენები) სისხლდენამდე. ადამიანი შეიძლება მიდრეკილი გახდეს სისხლჩაქცევებისა და სისხლდენებისადმი. სისხლდენა, რომელიც მსუბუ­ქად ფასდება ჯანმრთელ ადამიანებში (მაგა­ლი­თად, სისხლდენა პატარა ჭრილობიდან ან ცხვი­რიდან), შეიძლება არ შეუჩერდეს ღვიძლის უკ­მა­რისობის მქონე ადამიანს და ექიმებისთვის რთული სამართავი გახდეს.
ღვიძლის უკმარისობის დიაგნოზი ეფუძნება სიმ­პ­ტო­მებსა და ფიზიკური გამოკვლევების შედეგებს. სი­ს­ხ­ლის ანა­ლიზები ტარდება ღვიძლის ფუნქციის შესაფა­სე­­ბ­ლად, რო­მე­ლიც, ჩვეულებ­რივ, მკვე­თრად არის და­­ქ­­ვეითებული.
პროგნოზი და მკურნალობა
მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზსა და სპეციფიკურ სიმპტომებზე. მკურნალობის გა­და­უ­დებ­ლობა გა­ნი­საზღვრება ღვიძლის დაზი­ანე­ბის ფორმით – მწვავე ან ქრონიკული, თუმცა მკურნალობის პრინციპები ერთი და იგივეა. დიეტა შეზღუდულია, ცილების რაოდენობა გუ­ლ­დასმით კონტროლდება: დიდი რაოდენობით ცილის მიღებამ შეიძლება ტვინის დისფუნქცია გამოიწვიოს, ხოლო მცირე რაოდენობამ – წონაში კლება. სუფრის მარილის (ნატრიუმი) მიღება შემცირებულია მუცლის ღრუში ასციტური სითხის დაგროვების თავიდან ასაცილებლად. ალ­კოჰოლის მიღება უნდა აღიკვეთოს, რადგან ალკოჰოლი აღრმავებს ღვიძლის დაზიანებას.
ღვიძლის უკმარისობის პროგნოზი არაკეთი­ლ­სა­იმე­დოა, გამოსავალი ფატალურია, თუ არ ტარდება მკურნალობა ან დაავადება პროგრესი­რებს. მკურნალობის შემდეგაც კი უკმარისობა შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს. ზოგი პაციენტი კვდება თირკმლების უკმარისობის გამო (ჰეპატორენული სინდრომი), როცა ღვიძლის უკმარისობა თირკმლების უკმარისობას გა­მო­იწ­ვევს. თუ დროულად ჩატარდა ღვიძლის გა­და­ნ­ერგვა, შესაძლოა ფუნქციის აღდგენა და ადა­მი­ანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ისეთივეა, რო­გორიც იმათი, ვისაც არ ჰქონია ღვიძლის და­ავადება. თუმცა, ღვიძლის გადანერგვა ნაჩვენებია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილისთვის.
ღვიძლის დაავადებების უმეტესობა, მათ შორის ღვიძლის გაცხიმოვნება, ციროზი, პირველადი ბილიარული ციროზი და პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი ღვიძლის დაზინების შედეგია. თუ დაზიანება მწვავეა და შემოფარგლული, ღვიძლის ქსოვილის თვითაღდგენა ხდება ახალი უჯრედების წარმოშობისა და უკვე არსებულ ხარაჩოში (შინაგანი სტრუქტურა) მათი ჩალაგებით. ამასთან, ეს ხარაჩო გამოთავისუფლდება ხოლმე ღვიძლის უჯრედების დაღუპვის შემდეგ. აღდგენა და სრული გამოჯანსაღება შესაძლებელია, თუ სიცოცხლე სათანადოდ, ანუ იმ დროით გახანგრძლივდა, რომელიც სრული აღ­დგენისთვის არის საჭირო. ამავე დროს, გან­მე­ორებითი დაზიანება, რომელიც ღვიძლის ხარაჩოების დესტრუქციას იწვევს, ღვიძლის დანაწიბურებას განაპირობებს, და აღდგენის უშედეგო მცდელობები ციროზით სრულდება.
ღვიძლის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან ერთ-­ერ­თ­მა:
ალკოჰოლი (ხშირი მიზეზია);
ტოქსინები გარემოში და დაბინძურებულ საკ­ვებში;
ზოგიერთი წამალი, როგორიცაა ასპირი­ნი (რო­დესაც ჩვილ ბავშვს ეძლევა), კორ­ტი­კო­სტე­­რო­­იდები, ტამოქსიფენი და ტეტ­რა­ციკ­ლინი;
ზოგიერთი სამკურნალო მცენარე (მაგალი­თად, ჩაი, რომელიც შეიცავს პიროლიზიდინის ალკალოიდებს);
იმუნური სისტემის არასწორი ფუნქციონირე­ბით გამოწვეული ანთება, რის შედეგადაც ორ­განიზ­მი `თავს ესხმის~ და აზიანებს საკუთარ ქსოვი­ლებს (აუტოიმუნური რეაქცია).
ზოგჯერ ღვიძლის დაზიანების ზუსტი მიზეზი უც­ნობია.

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights