სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებიმარილის რა ოდენობის მიღებაა რეკომენდებული – კვლევის მიხედვით, ვინც დიდი რაოდენობით მარილს...

მარილის რა ოდენობის მიღებაა რეკომენდებული – კვლევის მიხედვით, ვინც დიდი რაოდენობით მარილს მოიხმარს…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მარილის მოხმარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მარილის დღიური ნორმა 6 გრამს არ უნდა არემატებოდეს.

კვლევის მიხედვით, ვინც დიდი რაოდენობით მარილს მოიხმარს, შეიძლება არ შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა, თუ ისინი დიდი რაოდენობით ხილს, ბოსტნეულს, რძის პროდუქტებს, კარტოფილსა და კალიუმით მდიდარ საკვებს მიირთმევენ.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ რადგანაც გემოვნებითი რეცეპტორების ფორმირება ხდება ბავშვობაში, საჭიროა, მარილის მოხმარება შეიზღუდოს ადრეული ასაკიდანვე.

მათივე მტკიცებით, თანამედროვე რეკომენდაციის მიხედვით დღიურ ნორმას შეადგენს 6 გრამი. ეს დაახლოებით 1 ჩაის კოვზია.

სპეციალისტების განმარტებით, მარილის ჭარბი შემცველობით ხასიათდება დაკონსერვებული და შებოლილი პროდუქტები.

„თუ გიჭირთ, საერთოდ უარი თქვათ ზოგიერთი მათგანის მიღებაზე, გახსოვდეთ, მათი მოხმარება აუცილებლად უნდა შეზღუდოთ”, – განმარტავენ სპეციალისტები.

გარდა ამისა, მომხმარებელმა უნდა იცოდეს პროდუქტებში მარილის შემცველობის დონის განსაზღვრა. კერძოდ, დაბალი შემცველობაა: 0.3გრ მარილზე ნაკლები ან 0.1გრ Na 100 გრ პროდუქტზე; საშუალო შემცველობა: 0.3-1.5 გრ მარილი ან 0.2-0.4გრ Na 100 გრ პროდუქტზე; მაღალი შემცველობა: 1.5 გრ მარილზე მეტი ან 0.5გრ Na 100 გრ პროდუქტზე.

როგორც გავრცელებულ რეკომენდაციაშია ნათქვამი, ხშირად ეტიკეტი იძლევა ინფორმაციას როგორც Na-ის, ასევე მარილის შემცველობის შესახებ, მაგრამ თუ მხოლოდ Na-ის შემცველობაა მოცემული, იგი უნდა გაამრავლოთ 2.5-ზე და მიიღებთ მარილის რაოდენობას. ამასთან, საკვების გემოვნებითი ღირებულების ასამაღლებლად შესაძლოა გამოყენებული იყოს ნაციონალური სანელებლები, ლიმონის წვენი, ძმარი, ჯინჯერი, ხახვი, ნიორი და სხვ.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კვლევა - ასაკთან ერთად უკეთ ინარჩუნებდნენ გონებრივ სიმახვილეს - დიეტა, რომელიც სიბერეში გონების სიმახვილის შენარჩუნებას უწყობს ხელს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights