ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიპულსი TVღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებების სადიაგნოზო ტესტები

ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებების სადიაგნოზო ტესტები

ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებების სადიაგნოზო ტესტები

ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზე­ბის (სადინარები, რომლებიც აკავშირებს ღვიძ­ლსა და ნაღ­ვლის ბუშტს, უზრუნველყოფს ნაღ­ვლის ტრანსპორტს) დაავადებების სა­­დი­­აგ­ნო­ზოდ კვლევის სხვადასხვა მეთოდი გა­მო­იყე­ნება. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია სისხლის ანალიზების კომპლექსი, რომელიც ცნობილია ღვიძლის ფუნქციური სინჯების სახელწოდებით. ეს ტერმინი, გარკვეულწილად, შეცდომის წყარო შეიძლება გახდეს, ვინაიდან ამ ტესტების უმრავლესობის შედეგების მიხედვით შეუძლებელია ღვიძლის მეტაბოლური ან ნაღვლის წარმომქმნელი ფუნქციის შეფასება. ისინი უპირატესად ღვიძლის ან­თების ან დაზიანების მაჩვენებლებია. გამოკვლევის ეს მეთოდები წარმოადგენს ღვიძლის და­ავადებების გამოვლენის არაინვაზიურ სკრინინგულ მეთოდს (მაგალითად, დონორის შემოწმება ჰეპატიტის არსებობაზე სისხლის აღებამდე) და გამოიყენება ღვიძლის დაავადების სიმ­წვავისა და პროგრესირების, მკურნალობაზე პასუხის დადგენის მიზნით.
იმის მიხედვით, თუ რა დაავადების არ­სე­ბო­­ბაზეა ეჭვი მიტანილი, ექიმი იყენებს გა­მო­სა­ხუ­­ლებით კვლევებს, როგორიცაა ულტ­რა­ბგე­რა, კო­­მ­­პი­უტერული ტომოგრაფია ან ნაღ­ვლის სა­­დი­ნა­რე­ბის ქოლანგიოგრაფია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ან რენტგენის სა­შუ­ალებით. ზოგ­ჯერ ექიმი მიკროსკოპით შესას­წავლად იღებს ღვიძლის ქსოვილის ნიმუშს. ამ პროცედურას ღვიძ­ლის ბიოფსია ეწოდება.

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights