სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმითხილის მოხმარება დაკავშირებულია მამაკაცებში სპერმის ხარისხის გაუმჯობესებასთან

თხილის მოხმარება დაკავშირებულია მამაკაცებში სპერმის ხარისხის გაუმჯობესებასთან

Advances in Nutrition-ში გამოქვეყნებული ნაშრომი, პირველია, რომელმაც თხილეულსა და ნაყოფიერებას შორის პირდაპირი კავშირი შეისწავლა. კვლევამ მოიცვა, როგორც ქალები ისე კაცები.

ახალი კვლევის მიხედვით, თხილის ჩართვა თქვენს დიეტაში პოტენციურად გაზრდის მამაკაცის ნაყოფიერებას სპერმის ხარისხს. სპერმის ხარისხზე დადებითად მოქმედებს.

ოთხი კვლევა გააანალიზეს. ორი კვლევა აკვირდებოდა კაცებს, რომლებიც დღიურად 60 გრამ თხილეულს იღებდნენ. შედეგად, შედარებული იყო მათი მდგომარეობა იმ კაცებთან, რომლებიც თხილეულს არ ჭამდნენ.

შედეგებმა აჩვენა, თხილის მჭამელებს უკეთესი ხარისხის სპერმა ჰქონდათ, ვიდრე მათ ვინც თხილეულს არ მოიხმარდა.

ცდებში გამოყენებული თხილი იყო ან მთლიანი ნაჭუჭიანი ინგლისური კაკალი ან კაკლის, ნუშისა და თხილის ნაზავი. მკვლევარები თვლიან, რომ სხვა სახის თხილსაც შეიძლება ჰქონდეს მსგავსი სარგებელი, თუ ისინი არ არის დამარილებული ან ტკბილი, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.

დოქტორმა ბარბარა კარდოსომ, კვლევის ავტორმა და მონაშის უნივერსიტეტის ექსპერტმა აღნიშნა, რომ თხილის მოხმარება არ იყო დაკავშირებული ცხოვრების სტილის სხვა ფაქტორებთან — მაგალითად, ფიზიკურ აქტივობასთან

„კვლევაში მონაწილეები იყენებდნენ დასავლური სტილის დიეტას, რომელიც ბოლომდე ჯანსაღი არ იყო. ეს ნიშნავს, რომ მათ რეგულარულ რაციონში თხილის დამატებამ დადებითი გავლენა მოახდინა”, — თქვა კარდოსომ.

მიმოხილვის უფროსი ავტორი და მკვლევარი კვების, დიეტის და საკვების დეპარტამენტისა და ჰადსონის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტის თანდაყოლილი იმუნიტეტისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის, ამბობს, რომ თხილი მდიდარია საკვები ნივთიერებებით, რომლებსაც შეუძლიათ გააუმჯობესონ რეპროდუქციული ჯანმრთელობა. როგორიცაა ომეგა -3 ცხიმები, ბოჭკოვანი, ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კაცებში სპერის ხარისხის გასაუმჯობესებლად დღეში სულ რაღაც ორი მუჭა თხილეულის ჭამა საკმარისი იყო.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რატომ უნდა მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლობას ადრეული ასაკიდანვე?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights