სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TVაუცილებელია თუ არა, თავის ტკივილისას მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა

აუცილებელია თუ არა, თავის ტკივილისას მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“

აუცილებელია თუ არა, თავის ტკივილისას მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა

ექიმმა-ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი საუბრობს:

„მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ უნდა გაიკეთოს. მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას ძირითადად მაშინ ვიყენებთ, როცა ნევროლოგიური დარღვევები არ არის და როცა თავის დაზღვევა გვსურს.

თუ პაციენტი გაისინჯა და ნევროლოგიური რეფლექსები ნორმალურია, მაშინ რა საჭიროა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, მაგრამ  თუ მან იცვალა სახე, თუ უნიკალური სიმპტომები გაჩნდა, თუ შეიცვალა ტკივილის დაწყების, განვითარების და მასთან თანაარსებული სიმპტომების კრებული, მაშინ ექიმი მიდის კომპრომისზე და თანხმდება აღნიშნულ გამოკვლევას.

არანაირ ინფორმაციას არ იძლევა დოპლერი, მაგრამ არის შემთხვევები, როცა დოპლერი საჭიროა.

პირდაპირ ვაცხადებ, რომ თუ ბავშვზე გითხრეს, ქალასშიდა წნევა არის მომატებულიო, სხვა ექიმთანაც წადით. ძალიან ადვილად სვამენ  ფრონტიტის დიაგნოზს. როგორ შეიძლება, ჩირქი ზუსტად ერთი და იგივე დროით დგებოდეს და მერე ქრებოდეს?!  არის სტერეოტიპული, ანუ ერთი და იგივე, ერთ, ორ ან სამ დღიანი ტკივილი შუბლის არეში. სამდღიანი თავის ტკივილი ერთმანეთს თუ ჰგავს, არასდროს იმატებს ტემპერატურა, არასდროს არის ლეიკოციტები, ერითროციტების დალექვის სიჩქარე, C-რეაქტიული ცილა მომატებული, მაშინ რაღა ჩირქია?! არ არის! შეიძლება, ჩირქი სამ დღეში გაქრეს?! წარმოუდგენელია…

რენტგენი ხშირად იტყუება, მაგნიტურ-რეზონანსული, მიუხედავად სიძვირისა, გადაჭარბებულად იძლევა ინფორმაციას, ანუ ისიც იტყუება, მაგრამ კლინიკა არასდროს იტყუება, პაციენტი არ გატყუებს. მთავარია, ექიმმა სწორად დაუსვას პაციენტს კითხვები, რომლებიც დიაგნოზის დასმისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად არის საჭირო“.

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „საქართველომ თავიდან აიცილა შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, განსხვავებით სხვა მეზობელი ქვეყნებისგან“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights