სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TVსისხლის საშიში დაავადებები - სიმპტომები, რომლებიც ლეიკემიის დროს ჩნდება

სისხლის საშიში დაავადებები – სიმპტომები, რომლებიც ლეიკემიის დროს ჩნდება

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

არის თუ არა ყოველთვის კავშირში ლიმფური კვანძის გადიდება სისხლის კიბოსთან?

ონკო-ჰემატოლოგმა, თსსუ პროფესორმა, ექიმმა, ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ სისხლის საშიშ დაავადებებზე ისაუბრა:

„კლინიკური ჩივილები, რაც ლეიკემიის დროს ადამიანს უჩნდება, სრულად არის გამოხატული სისხლში არსებული ცვლილებებით. გვაქვს ანემია, შესაბამისად გვაქვს კლინიკური ჩივილი, ადინამია, სიფერმკრთალე, სისუსტე, არის ლეიკოციტების რაოდენობრივი  შემცირება და პაციენტი მიდრეკილია ინფექციური დაავადებებისკენ.

ეს ისეთი დაავადებაა და დროის ისეთ სწრაფ მონაკვეთში ვითარდება, რომ კლინიკური ჩივილები თვალში საცემი ხდება და ეს არ ითვლის მრავალ თვესა და კვირას. ვინაიდან საუბარია ძვლის ტვინოვან სიმსივნეებზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სისხლი იბადება ძვლებში. შემთხვევათა გარკვეულ პროცენტში, პაციენტებს ძვლების ტკივილის პრობლემა აქვთ. პაციენტები იწყებენ სიარულს ტრავმატოლოგებთან, ნევროლოგებთან და სწორედ აქედან ხვდებიან ჩვენთან, ხდება გადმომისამართება. ხშირია უმიზეზო სისხლჩაქცევები, პაციენტი ამბობს, რომ არაფერი გაუკეთებია, ტრავმა არ მიუღია და დიდი სილურჯე გაუჩნდა.

ლიმფომები შემთხვევათა მაღალ პროცენტში, სრულიად უსიმპტომოდ, ლიმფური კვანძის გადიდებით იწყება. თუ ლიმფური კვანძი ხილულია, არ უნდა დავიწყოთ მისი თვითმკურნალობა კომპრესებითა და სხვადასხვა მეთოდებით. ლიმფური კვანძების გადიდება ხშირად უკავშირდება სისხლის სისტემურ დაავადებებს.

ზოგადად, ლიმფოიდური სისტემა, ეს არის ბარიერი, რომელიც ჩვენ გვიცავს ყველაფერი ცუდისგან, ის იღებს თავის თავზე პირველ დარტყმას. შესაბამისად ლიმფური კვანძების გადიდების უამრავი მიზეზი არსებობს, რომლის დიფერენცირებაც აუცილებელია“.

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  შარ­დსა­დე­ნის და­ზი­ა­ნე­ბა მა­მა­კა­ცებ­ში უფ­რო ხში­რი­ა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights