სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TVრა იწვევს ხელების კანკალს, ფეხებში კრუნჩხვის შეგრძნებას - რა სიმპტომებით ვლინდება ორგანიზმში...

რა იწვევს ხელების კანკალს, ფეხებში კრუნჩხვის შეგრძნებას – რა სიმპტომებით ვლინდება ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტი

გადაცემა „მთავარი დიაგნოზი“

რა სიმპტომებით ვლინდება ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტი

საუბრობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე:

„ჰიპომაგნიმია ძალიან ბევრ ადამიანს გვაქვს. ის ხშირად ვლინდება ხელების კანკალით და ფეხების კრუნჩხვით, ან აღგზნებადობით, არითმიებით და ა.შ. თუმცა კუნთების სპაზმი და ხელების ტრემორი, ყველაზე ხშირია.

თუ გაქვთ კუნთების კრუნჩხვა და ხელების კანკალი, ხომ არ გქონიათ ახლო პერიოდში ფაღარათი. ამ დროს ადამიანი კარგავს ელექტროლიტს და მათ შორის, მაგნიუმსაც. ხომ არ მიგიღიათ ალკოჰოლი, ისინი ასევე შარდმდენებია და ჩვენი სხეულიდან გამოაქვს ელექტროლიტები. ამიტომაც ალკოჰოლის მიღების შემდეგ, იწყება ტრემორი.

გაიხსენეთ, რომ არ სვამთ რაიმე წამალს, მაგალითად წნევის მარეგულირებელს, ეს საშუალებები არის შარდმდენი პრეპარატები და ამიტომ მათაც გამოაქვთ სხეულიდან მაგნიუმი.

შაქრიანი დიაბეტი ასევე ხშირი მიზეზია მაგნიუმის ნაკლებობის. მაგნიუმის შესავსებად არსებობს უამრავი საშუალება, რადგან თუ დეფიციტია, მისი შევსება მხოლოდ მედიკამენტის გზით ხდება. თუ ტრემორი და სპაზმი ხშირია, ეცადეთ მიეჩვიეთ მაგნიუმით მდიდარი საკვების მიღებას, ესაა ლობიო, თხილი, მზესუმზირა და ისპანახი“.

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ქრო­ნი­კუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights