პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
მთავარიპულსი TVღვიძლის დაავადების გამოვლინებები

ღვიძლის დაავადების გამოვლინებები

ღვიძლის დაავადების გამოვლინებები

ღვიძლის დაავადება შეიძლება გამოვლინდეს: სიყ­ვი­თლით (კანისა და თვალის თეთრი ნაწი­ლის მოყვითა­ლოდ შეფერვა), ქოლესტაზით (ნა­­­ღ­­­ვლის დი­ნე­ბის შემცირება ან შეწყვეტა), ღვი­ძ­­­ლის გა­დი­­დებით, პორტუ­ლი ჰიპერტენზი­ით (პათოლოგიურად მაღალი წნევა იმ ვენებში, რომლებსაც სისხლი ნაწლავიდან ღვიძლში მი­აქვს), ასციტით (მუცლის ღრუში სითხის დაგ­რო­ვება), ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიით (ტვინის ფუნქციების გაუარესება ტო­ქ­სიკური ნივთიერებების ზემოქმედების გამო, რომელთა გაუვნებელყოფა, ჩვეულებრივ, ღვიძლში ხდება) და ღვიძლის უკმარისობით.
ზოგჯერ ღვიძლის დაავადების გამოვლინებები არ არის თვალნათელი. მაგალითად, სიმპტომები შეიძლება იყოს დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, უმადობა და წონაში კლება. ეს სიმპტო­მე­ბი ბევრი სხვა დაავადებისთვისაც არის და­მა­­ხა­სი­ათებელი. ამიტომაც, შესაძლოა, რომ ღვი­ძ­­ლის და­ავა­დება ვერ იქნეს ამოცნობილი, გან­­სა­­კუთ­რებით, საწყის სტადიაში.
სიყვითლე
სიყვითლე არის კანისა და თვალის თეთრი ნაწილის მოყვითალოდ შეფერვა, რაც სისხლში პიგმენტ ბილირუბინის შემცველობის პათოლოგიურად მაღალი დონით არის გამოწვეული.
ღვიძლის დაზიანებამ ან სანაღვლე სადინა­რის დახშობამ შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლე;
კანი ან თვალის თეთრი ნაწილი შეიძლება ყვი­თლად შეიფეროს, შესაძლოა კანის ქავილი და შარდის მუქი ფერი;
ლაბორატორიული და გამოსახულებითი კვლე­ვები გვეხმარება სიყვითლის მიზეზების და­დ­გენაში;
ხშირად სიყვითლე ქრება, როდესაც მისი გამომწვევი მიზეზი აღმოიფხვრება, მაგრამ ზო­გ­ჯერ ოპერაციული ჩარევა ან ენდოსკოპია ხდე­ბა საჭირო.
ძველი ან დაზიანებული სისხლის წითელი უჯ­რე­დე­­ბის მოცილება სისხლის მიმოქცევიდან ძირითადად ელენთის მეშვეობით ხდება. ამ პროცესის დროს ჰემოგლობინის (სისხლის წითელი უჯრედების შე­მადგენელი ნაწილი, რომელსაც გადააქვს ჟანგბადი) დაშლისას გამოიყოფა მუქი მომწვანო-მოყვითალო ფერის პიგმენტი, რომელსაც ბილირუბინი ეწოდება. ბილირუბინი სისხლს გადააქვს ღვიძლში, საიდანაც ის ნაწლავში გადადის ნაღვლის (ღვიძლში წარმოქმნილი საჭმლის მომნელებელი სითხე) შემადგენელი ნაწილის სახით. თუ ბილირუბინის ზემოხსენებული გზით გამოყოფა სწრაფად არ ხდება, ის სისხლში გროვდება. ბილირუბინის სიჭარბისას კანი ყვითლად შეიფერება, რასაც სიყვითლე ეწოდება.
მიზეზები
სისხლში ბილირუბინის მაღალი დონე შეიძლება განაპირობოს როგორც ღვიძლისმიერმა, ასევე ღვიძლისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა. ღვი­ძ­ლის ანთება ან დანაწიბურება აქვეითებს ღვი­ძ­ლის მიერ ბილირუბინის ნაღველში გამოყო­ფის უნარს. სხვა შემთხვევაში, შეიძლება დაიხშოს სანაღვლე სადინარები (მაგალითად, ნაღვლის კენჭით ან სიმ­სი­ვ­ნით), რომლებსაც ნაღველი ღვიძლიდან ნაწ­ლავ­ში გადააქვს. შედა­რებით იშვიათად, წითელი უჯრედების გაძ­ლი­ერებული დაშლის შედეგად გა­მო­წ­ვეულმა ბი­ლი­რუბინის სიჭარბემ შეიძლება დატ­ვირთოს ღვიძლი იმაზე მეტი ბილირუბინით, რისი გადამუშავებაც მას შეუძლია. ბილირუბინის სი­ჭარ­­ბით შეპირობებული სიყვითლე ხშირია ახალ­შო­ბი­­ლებში.

ჟილბერის სინდრომის დროს ბილირუბინის დონე ოდნავ მომატებულია, მაგრამ არა იმდენად, რომ სიყვითლე გამოიწვიოს. ეს დაავადება ზოგჯერ მემკვიდრეობითია, ხშირია ახალგაზრდებს შორის, დიაგნოსტირდება სკრინინგული ტესტების ჩატარებისას, მიმდინარეობს უსიმ­პტო­მოდ და რაიმე სირთულეებს არ იწვევს. იმ ადამიანების კანმა, რომლებიც ბეტა-კაროტი­ნით მდიდარ საკვებს (სტაფილო, გოგრა, ნესვის ზოგიერთი სახეობა) დიდი რაოდენობით იღებენ, შეიძლება მიიღოს მსუბუ­ქად გამოხატული ყვითელი შეფერილობა, მაგრამ მათ თვალები არ უყვითლდებათ. ეს მდგომარეობა არ მიიჩნევა სიყვითლედ, არ არის ღვიძლის დაავადების გამოვ­ლინება.

სიმპტომები
სიყვითლის დროს კანი და თვალის თეთრი ნაწილი ყვითლად არის შეფერილი, შარდი ხშირად მუქია, რადგან ბილირუბინის ჭარბი რაო­დე­ნობა თი­რკმლებით გამოიყოფა. პაციენტს შე­იძ­ლება ჰქონ­დეს ქავილი, ღია ფერის განავალი და სხვა სიმ­პტომებიც, რაც სიყვითლის გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. მაგალითად, ღვიძლის მწვავე ან­თებამ (მწვავე ჰეპატიტმა) შეიძლება გამოიწვიოს მა­დის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება და ცხელება. ნაღვლის გადაად­გილების შეფერხების შედეგი მუცლის ტკივილი და ცხელება შეიძლება იყოს.

დიაგნოზი და მკურნალობა
სიყვითლის მიზეზის დასადგენად გამოიყენება ლა­ბორატორიული ანალიზები და კვლევის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბითი მეთოდები. ღვიძლის დაავა­დე­ბის, მაგა­ლი­თად, მწვავე ვირუსული ჰეპატი­ტის არსებობისას, ღვიძლის მდგომარეობის გა­­უმ­­ჯო­ბესებასთან ერთად სიყვითლეც თანდა­თა­­ნო­ბით ქრება. ნაღვლის სა­დინარის დახშობის შემ­თხვე­ვაში გადაუდებლად არის საჭირო ოპე­რა­­ცია ან ქირურგიული ენდოსკოპია (გამოიყე­ნე­ბა დრეკადი, დასათვალიერებელი მილი, რო­მელ­თა­ნაც და­კავ­ში­რებულია სიყვითლის მიზეზის დასადგენად გამოიყენება ლა­ბორატორიული ანალიზები და კვლევის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბითი მეთოდები. ღვიძლის დაავა­დე­ბის, მაგა­ლი­თად, მწვავე ვირუსული ჰეპატი­ტის არსებობისას, ღვიძლის მდგომარეობის გა­­უმ­­ჯო­ბესებასთან ერთად სიყვითლეც თანდა­თა­­ნო­ბით ქრება. ნაღვლის სა­დინარის დახშობის შემ­თხვე­ვაში გადაუდებლად არის საჭირო ოპე­რა­­ცია ან ქირურგიული ენდოსკოპია (გამოიყე­ნე­ბა დრეკადი, დასათვალიერებელი მილი, რო­მელ­თა­ნაც და­კავ­ში­რებულია ქირურგიული ხელ­­სა­­წყო­­ები) დახ­შუ­ლი სა­დი­ნა­რის ფუნ­ქციის აღ­­სა­დ­­გე­­ნად. სიყვითლით გამოწვეული ქავილის მკურ­­ნა­­ლობა შეიძლება დასალევად მიღებული ქო­­ლეს­­ტი­რა­მინით. ჩვეულებრივ, ღვიძლის ფუნ­ქ­ცი­ის გაუმჯობესებასთან ერთად ქავილი თანდათანობით ქრება.

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights