სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიარ გამოიყენოთ შაქრის შემცვლელი, თუ წონის დაკლებას ცდილობთ -გვირჩევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

არ გამოიყენოთ შაქრის შემცვლელი, თუ წონის დაკლებას ცდილობთ -გვირჩევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ნუ გამოიყენებთ შაქრის შემცვლელებს, თუ ცდილობთ წონაში დაკლებას. ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ გაიდლაინში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის გლობალურმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არსებული მტკიცებულებების სისტემატური მიმოხილვა ცხადყოფს, რომ უშაქრო დამატკბობლების გამოყენებას „არავითარი გრძელვადიანი სარგებელი არ მოაქვს სხეულის ცხიმის შესამცირებლად მოზრდილებში ან ბავშვებში“.

შესაძლოა, პოტენციური არასასურველი ეფექტი დადგეს შაქრის შემცვლელების ხანგრძლივი გამოყენების გამო, როგორიცაა მე-2 ტიპის დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილი რისკი.

„ადამიანებმა უნდა განიხილონ სხვა გზები, რათა შეამცირონ თავისუფალი შაქრის მიღება. კერძოდ, მიიღონ საკვები, რომელიც ბუნებრივად შეიცავს შაქარს, როგორიცაა ხილი, ან უშაქრო საკვები და სასმელები. უშაქრო დამატკბობელი არ არის აუცილებელი დიეტური ფაქტორი და არ გააჩნია საკვები ღირებულება. უნდა შეამცირონ თავიანთ რაციონში სიტკბოობა, ცხოვრების ადრეულ ასაკში, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნა ჯანმოს დირექტორმა კვებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში, ფრანჩესკო ბრანკამ.

„რეკომენდაცია ვრცელდება ყველა ადამიანზე, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც დიაბეტი ჰქონდათ. ეს ახალი გაიდლაინი ეფუძნება უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის საფუძვლიან შეფასებას და ის ხაზს უსვამს იმას, რომ ხელოვნური დამატკბობლების გამოყენება არ არის კარგი სტრატეგია წონის დაკლებისთვის“, – აღნიშნა მკვლევარმა, იან ჯონსონმა.

„ბევრმა ადამიანმა ისწავლა უმარილოდ ჭამა და მომზადება, მათ შეუძლიათ ისწავლონ შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება შაქარზე და არა-კვებით დამატკბობლებზე, თქვა ბრანკამ.

”ჩვენ უნდა მივმართოთ ბავშვებს ადრეულ ასაკში,” – თქვა მან. „მაგალითად, რატომ იყენებენ მშობლები ჩვეულებრივ დამატკბობლებს ბავშვებისთვის და თითქმის ყოველი ჭამის შემდეგ? ჩვენ მშობლებს უნდა ვურჩიოთ, რომ თავიდან აიცილონ ეს ტკბილი ინტერესი მცირეწლოვან ბავშვებში – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებაა.“

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მედიცინის მომავლის ახალი ეტაპი - იაპონიაში ხელოვნური სისხლი შექმნეს, რომელიც თავსებადია ყველა ჯგუფსა და რეზუს ფაქტორთან
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights