კვირა, აპრილი 20, 2025
მთავარიშენი ექიმიკლიმატის ცვლილება: ოკეანეებში ჟანგბადის დონე იკლებს

კლიმატის ცვლილება: ოკეანეებში ჟანგბადის დონე იკლებს

კლიმატის ცვლილება და დაბინძურება ოკეანეებში ჟანგბადის შემცველობის შემცირებას იწვევს. წერს BBC საკონსერვაციო ჯგუფ IUCN-ის კვლევაზე დაყრდნობით. 

ეს არის ყველაზე დიდი კვლევის დასკვნა, რომელიც ჩატარდა კონსერვაციის ჯგუფის IUCN-ის მიერ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჟანგბადის დაბალი შემცველობა ოკეანეების 700 წერტილში ფიქსირდება, მაშინ როცა 1960-აინ წლებში მათი რაოდენობა მხოლოდ 45-ს შეადგენდა.

დიდი ხანია ცნობილია, რომ საფრთხე ემუქრება ოკეანეებს ქიმიკატების, როგორიცაა აზოტი და ფოსფორი ფერმებიდან და მრეწველობისგან საკვები ნივთიერებების ჩამონადენით, რომ გავლენას ახდენს ზღვის წყლებში ჟანგბადის დონეზე და კვლავ რჩება მთავარ ფაქტორად, განსაკუთრებით სანაპიროებთან ახლოს.

ბოლო წლებში დაფიქსირებულმა კლიმატის ცვლილებამ პრობლემა გაამძაფრა. ატმოსფეროში CO2-ის დონე იზრდება, რაც სათბურის ეფექტს იწვევს, სითბოს დიდ ნაწილს ოკეანეები შთანთქავს. თბილ წყალს კი ნაკლები ჟანგბადის დაჭერა შეუძლია, რაც ფაუნას დიდ საფრთხეს უქმნის.

კვლევით დადგინდა, რომ 1960-2010 წლებში წყალში ჟანგბადის შემცველობა საშუალოდ 2%-ით შემცირდა, ზოგ ადგილებში კი ამ ნიშნულმა 40%-ს მიაღწია.ზოგიერთ ტროპიკულ ადგილას დანაკარგი შეიძლება 40% -მდე იყოს.

სექტემბერში გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით კლიმატის ცვლილება ზღვებსა და ოკეანეებზე ისე ცუდად მოქმედებს, როგორც არასდროს.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

  ცილა, რო­მელ­საც კი­ბოს უჯრე­დე­ბის მოკ­ვლა შე­უძ­ლია – კი­ბოს უჯრე­დე­ბის თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის გზას მი­აგ­ნეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights