სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისიახლეებირატომ მოიხმარენ მოზარდები ელექტრო სიგარეტს?

რატომ მოიხმარენ მოზარდები ელექტრო სიგარეტს?

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

მარი მალაზონიამ ისაუბრა, – რატომ მოიხმარენ მოზარდები ელექტრო სიგარეტს?

„კვლევა აშშ-ში ჩატარდა. ეს კვლევა ძალიან მასშტაბური კვლევის ერთი ნაწილია, რომელსაც ქვია თამბაქოს მოხმარების კონტროლის შეფასება. ამ ტიპის კვლევები ყოველთვის ითვალისწინებს, როგორია ქვეყნის შიგნით სტრატეგია.

როგორც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მათ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ყოველიო 10 მოზარდიდან, ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, – ერთი არის ელექტროსიგარეტის მომხმარებელი.

კვლევის ავტორებმა შეისწავლეს 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები, მათი ჯანმრთელობის პარამეტრები, მათი ცხოვრების წესის თავისებურება და 4000-მდე მოზარდის შემთხვევაში ძალიან კარგად დააკვირდნენ, როგორია მათ მიერ დაყოვნებული დრო სოციალურ ქსელებში, ანუ როგორია მათი ინტერნეტით სარგებლობის ინტენსივობა და სოციალურ ქსელებში დაყოვნების დრო.

მეორე მხრივ, მათ ასევე შეაფასეს, როგორია ამ მოზარდების აკადემიური მოსწრება და შესაბამისად გადათვალეს ეს ყველაფერი, დააკავშირეს ყველაფერი ეს მოზარდების მიერ ელექტროსიგარეტის მოხმარების მაჩვენებელთან.

მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კანონზომიერება, რომელიც მათ დაადგინეს, ეს კანონზმომიერება არის ერთი მხრივ თვალსაჩინო და მეორე მხრივ, ძალიან საგულისხმოა მათთვის, ვინც გაიზიარებს ამ კვლევის შედეგებს, გაითვალისწინებს.

კვლევამ აჩვენა, რომ ერთი მხრივ, რაც უფრო მეტია მოზარდის მიერ სოციალურ ქსელში დაყოვნების დრო, რაც უფრო მაღალია ინტერნეტით სარგებლობის ინტენსივობა, მით უფრო მაღალია ელექტროსიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი. და მეორე მხრივ, რაც უფრო მაღალია მოზარდების აკადემიური მოსწრება და რაც უფრო მეტად დაკავებულია, მით უფრო დაბალია ელექტროსიგარეტის მოხმარების თავისებურება.

მეცნიერები ამ ყველაფერს ხსნიან იმ სქემით, რომელიც თქვენ ნახეთ დედამიწის სიმბოლოს სახით. ეს არის ე.წ.  ინტერნალიზაცია.

რა მოვლენაა, ინტერნალიზაცია?

ინტერნალიზაცია ეს არის სოციალურად ჩამოყალიბებული გარკვეული ტენდენციების, შეხედულებების, ქმედებების, იდეების საკუთარ თავზე მორგება.

აღმოჩნდა, რომ ასეთი უნარი მოზარდებს ძალიან გამძაფრებული აქვთ და თუ ამ პრინციპს მივუსადაგებთ კვლევის შედეგებს, აღმოვაჩენთ, რომ ნამდვილად ასეა…“

 

#datashvil

#drpkhakadze

  „განხორციელდა ისეთი სერიოზული რეფორმა, როგორიც არის ფსიქოტროპული ნივთიერებების აბსოლუტურად ახლებური რეგლამენტაცია“-მიხეილ სარჯველაძე

#SheniEkimi.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights