სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობა ორი თვის განმავლობაში ექნებათ“ - აზარაშვილი

„სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობა ორი თვის განმავლობაში ექნებათ“ – აზარაშვილი

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე – ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.

„ცვლილებები მომდევნო წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. ახალი სტომატოლოგიური კლინიკების შემთხვევაში ჩვენ უნდა მოგვმართონ და ჩვენი შესაბამისი სამსახური, რეგულირების სააგენტო მივა ადგილზე, შეამოწმებს კრიტერიუმების მიხედვით არის თუ არა მოწყობილი ინფრასტრუქტურა, არიან თუ არა შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები. ასევე სხვადასხვა სკრინინგებთან და აცრებთან უნდა იყოს შესაბამისობაში, რადგანაც იქ მისული პაციენტი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და სრულყოფილად უნდა შევთავაზოთ მაღალი ხარისხის მომსახურება. არსებულ კლინიკებს ამ ორი თვის განმავლობაში ექნებათ გამოსწორების შესაძლებლობა, რომ შემდეგ ადგილზე მივიდეთ და შევამოწმოთ. ამ ეტაპზე 2000-მდე სტომატოლოგიური კლინიკაა.

ჩვენი შიდა სტანდარტის მიხედვით განსაზღვრულია სანებართვო პირობები, ასევე სხვადასხვა საფასური, თუმცა ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გადასახადი ან მინიმალურია, ან საერთოდ არ არის, მაგასთან დაკავშირებით პრობლემა არ უნდა შეექმნას კლინიკას. რაც შეეხება კლინიკას, რომლებიც გონივრულ ვადებში ვერ შეძლებს ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილებას, ეს საკმაოდ მაღალი რისკის საქმეა და ასეთმა ვერ უნდა გააგრძელოს მუშაობა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

2024 წლიდან სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყებისა და ოპერირების წესები მკაცრდება

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights