სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებიწელს საქართველოში აივ ინფიცირების 393 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

წელს საქართველოში აივ ინფიცირების 393 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წელს საქართველოში აივ ინფიცირების 393 შემთხვევა გამოვლინდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის 22 აგვისტოს მონაცემებით დაფიქსირებულია – 393 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 394 ახალი შემთხვევა.
სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 10 170 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 7 604 მამაკაცია და 2 566 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 985 პაციენტს განუვითარდა. 2 156 პაციენტი გარდაიცვალა.

31 ივლისის მონაცემებით, არვ (ანტი რეტრო ვირუსულ) მკურნალობას 6284 (5558 + 676 აფხაზეთი) პაციენტი იტარებს. მათ შორის 41 (32 + 9 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 32.6 % (3313) – ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებელია; 51.4 % (5228) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 13.3 % (1352) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (121) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % (41) – სისხლის რეციპიენტია; 1.1 % (115) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3 830 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი); სამეგრელოში (1 301); შემდეგ იმერეთში (1 227); აჭარაში (1 211); აფხაზეთში (556); კახეთში (498); ქვემო ქართლში.

2023 წელს დარეგისტრირდა – 96 აივ ინფიცირებულის გარდაცვალების შემთხვევა. 2022 წელს – 139 2021წ -144, 2020 წ – 157, 2019წ – 116, 2018წ. – 135, 2017წ. – 127, 2016წ. – 168, 2015წ. – 94, 2014წ. – 84 პირი.

2023 წელს 96 გარდაცვლილთაგან: 75 მამაკაცია და 22 ქალი. სულ საქართველოში გამოვლენილია 129 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 76 – ვაჟი, 53 – გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 ქვეყნიდან გავიდა.

 

#datashvil

SheniEkimi.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დადგინდა, რომ რევმატოიდული ართრიტის ნიშნები სიმპტომების გამოჩენამდე წლებით ადრე ჩნდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights