სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებიბავშვებში ლექსის დასწავლის სირთულეები

ბავშვებში ლექსის დასწავლის სირთულეები

​„პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

სტუმარი:​ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

თემა: ბავშვებში ლექსის დასწავლის სირთულეები

​ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში ლექსის დასწავლის სირთულეების შესახებ ისაუბრა:

„ხშირად მშობლებსაც და საბავშვო ბაღის აღმზრდელებსაც აქვთ განსაკუთრებული მოთხოვნილება, რომ ბავშვებს ასწავლონ ლექსები. ლექსის სწავლა არაფერს არ მატებს ჩვენს ტვინს, გარდა იმისა, რომ ბავშვებს ისედაც აქვთ კარგი მეხსიერება.

ბავშვი ამ ლექსს თუ არ სწავლობს, ნუ ისწავლის, არ არის ეს პრობლემა. პრობლემა იმაშია, რომ ლექსის რითმი თანმიმდევრობას გულისხმობს, ამ თანმიმდევრობის დახსომება ჯერ ბავშვისთვის არ არის მისაწვდომი. ეს არის კავშირში ფონოლოგიურ უნარებთან. მას შეიძლება არ ჰქონდეს იმ ასაკისთვ ​კარგად მომწიფებული ფონოლოგიური მეხსიერება, რაც სპეციფიკური მეხსიერებაა. ეს არ არის კატასტროფა. ეს არის განვითარებადი.

არ ვარ მომხრე, რომ დავაძალოთ ბავშვებს ლექსის სწავლა. ბავშვებს ძალიან კარგი მეხსიერება აქვთ. ბავშვს ლექსის მიმართ თუ პროტესტი აქვს, ეს არის მიმანიშნებელი, რომ ამ ტიპის, ​ასე დალაგებული ინფორმაციის აღქმა და შენახვა, ჯერ კიდევ ნაკლებად მისაწვდომია. ეს არის გავარჯიშებადი, ოღონდ არა ლექსების სწავლით ან ძალადობით, მოთხოვნით, რომ ისწავლოს და დაიზეპიროს.“

თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ ხშირად ეს პრობლემა საზოგადოების მეტისმეტად მკაცრი მოთხოვნებით არის გამოწვეული:

ძალიან ხშირად ვხვდებით ბავშვებს, რომლებიც თვლიან, რომ არ შეუძლიათ, ვერ გააკეთებენ. ეს არის ნამდვილი კატასტროფა. ქართულ საზოგადოებაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეცდომის უფლება არ გაქვს, წარუმატებლობის უფლება არ გაქვს. უნდა იყო სულ ფორმაში, კითხვა არ უნდა დასვა, არასდროს არაფერი არ უნდა შეგეშალოს. ეს არის კატასტროფა. ეს აფერხებს განვითარებასაც, სწავლასაც და ყველაფერსაც“ – განაცხადა თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება...“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights