სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TVზურაბ აზარაშვილი: „ძალიან მალე საზოგადოებას ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკის პაკეტს წარვუდგენთ“

ზურაბ აზარაშვილი: „ძალიან მალე საზოგადოებას ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკის პაკეტს წარვუდგენთ“

ნოემბრიდან ძალაში შევიდა და ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს თუ დასჭირდა ონკოქირურგიული ჩარევა, ამასაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს. გვინდა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ყველა ის დაკავშირებული ხარჯი, რაც ამ დაავადებას თან ახლავს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

„ეს 25 000-ლარიანი ლიმიტი დღეისთვის პირობითი ლიმიტია. იმ შემთხვევაში, როდესაც სწორი დიაგნოსტიკის პირობებში, სწორ მკურნალობას სწორი გაიდლაინების მიხედვით დანიშნავენ, ასევე ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით კონტრაქტები გაფორმდება და მნიშვნელოვნად შემცირდება მედიკამენტების ღირებულება, ამ ლიმიტების საჭიროება საერთოდ აღარ იქნება.

ძალიან მალე საზოგადოებას ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკის პაკეტს წარვუდგენთ, ძალიან მკაფიოდ გვექნება გაწერილი ყველა ის კომპონენტი, რაც ადრეულ დიაგნოსტიკას სჭირდება, თუ რა ტიპის დიაგნოსტიკა უნდა ჩაიტაროს, შესაბამისი გაიდლაინები მომზადდება და იმ გაიდლაინების მიხედვით ჩატარებულ დიაგნოსტიკას სრულად სახელმწიფო აანაზღაურებს“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

#datashvil

SheniEkimi.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა უდავოდ მნიშვნელოვანი საკითხია, მით უმეტეს ახლა, როდესაც სახელმწიფო ამ სფეროში ძალიან დიდ ინვესტიციებს დებს“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights