ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
მთავარისხვა-ამბებირა ზიანს აყენებს მუხლებზე დადებული ლეპტოპი და ჯიბეში ჩადებული მობილური ტელეფონი მოზარდი...

რა ზიანს აყენებს მუხლებზე დადებული ლეპტოპი და ჯიბეში ჩადებული მობილური ტელეფონი მოზარდი ბიჭების ჯანმრთელობას?

უროლოგი გიორგი ბოჭორიშვილი გადაცემაში ​„პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ 

თემა: რა ზიანს აყენებს მუხლებზე დადებული ლეპტოპი და ჯიბეში ჩადებული მობილური ტელეფონი მოზარდი ბიჭების ჯანმრთელობას?

„ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება მოზარდების ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება:

ლეპტოპი მუხლებზე რომ დაიდო მუხლებზე და იმუშაო, ძალიან ცუდ გავლენას ახდენს სათესლე ჯირკვლებზე. მუხლებზე დადებული ლეპტოპი, ჯიბეში ჩადებული მობილური ტელეფონი ძალიან ცუდ გავლენას ახდენს სათესლე ჯირკვლებზე. ეს ცნობილია, ეს იცის მეცნიერებამ.

სამწუხაროდ, ეს ცხოვრებამ მოიტანა. მე-20 საუკუნის ბოლომ და 21-ე საუკუნემ, როდესაც ასეთი ფანტასტიკური რევოლუცია მოხდა და შემოვიდა კომპიუტერი. შემოვიდა საძიებო სისტემები, ადამიანს დაავიწყდა, რომ არსებობს წიგნი, არსებობს სხვა ფორმის გართობები. ჩვენ სხვანაირად გავიზარდეთ, ბევრად უფრო ჯანმრთელი თაობა ვართ, სამწუხაროდ, ვიდრე ის თაობა, რომელიც მუდმივად არის მიჯაჭვული ეკრანს. ამავდროულად შესაძლებლობა შეუზღუდავია. თამაშებში კიდევ რა იგულისხმება ეს ცალკე თემაა. არ არის ეს კარგი,“ – აღნიშნულ საკითხზე გიორგი ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ 

#datashvil

SheniEkimi.ge

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „იმისთვის, რომ ბავშვი იყოს ნიჭიერი, წარმატებული და ბეჯითი, მას უნდა ჰქონდეს დადებითი ემოციები, რადგან წარმატება დგება მხოლოდ ბედნიერ და გახარებულ ტვინში“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights