ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი"ზაფხული ძალიან კარგი გვექნება, მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება, გაიხსენებთ

“ზაფხული ძალიან კარგი გვექნება, მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება, გაიხსენებთ

05/01/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე მორიგი ლაივ ჩართვის მეშვეობით საზოგადოებას მიმართავს და კორონავირუსთან დაკავშირებით საკმაოდ დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს.


გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ მუტაცია ნებისმიერ ვირუსს ახასიათებს და ეს პროცესი მოსალოდნელი იყო.


ეს მუტაციები, რომელიც ხდება პრინციპში კარგია, რადგან ვირუსი კარგავს ძალას და ფაქტობრივად, არც ისე დამაზიანებელი ხდება. ანუ ისეთი აგრესიული არ არის, რაც ძალიან კარგი ამბავია… ყოველი დღე იხვეწება, ვაქცინის და წამლების კუთხით. მე ხშირად ვლაპარაკობდი რეინფიცირებაზე, მაგრამ კარგი ამბავია ისიც, რომ მეორეჯერ ადამიანს უფრო მსუბუქად გადააქვს.”- აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.


მისივე თქმით, ახალი შტამი საყურადღებოა, მაგრამ არა საშიში. ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი მიიჩნევს, რომ ზაფხულში ვირუსი იქნება, მაგრამ არა ძლიერი.


“ზაფხული გვექნება ძალიან კარგი. მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება. გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს. მაისამდე რამენაირად გავძლოთ.


ზაფხულში ვირუსი იქნება, მაგრამ არ იქნება ძლიერი. იმედია, ამ მუტაციის შედეგად სექტემბერში უკვე დავამთავრებთ ამ კოვიდის თემას. ყველანი დავიღალეთ. მაგრამ სიფრთხილე მაინც გვინდა.


რა უნდა გავაკეთოთ?


კიდევ ერთხელ ვამბობ – ახალგაზრდებში 90%-ში საერთოდ არაფერი არ აწუხებთ, მაგრამ არიან კოვიდიანები. ასეთი რაღაცებიც ხდება. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, 2 თვე ვიყოთ გადამდები და სამიც. ეს ძალიან იშვიათია, მაგრამ ესეც ხდება. ამიტომ არის საჭირო პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია.


გთხოვთ, იყავით პოზიტიურები, იფიქრეთ კარგ ამბებზე, რადგან ნეგატივი ადამიანს ღუპავს.”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


,,ყველაზე კარგი წამალი არის დადებითი ემოციები! ეს არის წამალი, რომელსაც ვერ იყიდით აფთიაქში, ექიმიც ვერ გამოგიწერთ” – პროფესორი გიორგი ფხაკაძე




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/zafkhuli-dzalian-kargi-gveqneba-maisis-bolos-chveni-reanimaciuli-sawolebi-gatavisufldeba-gaikhsenebt-chems-sityvebs-maisamde-ramenairad-gavdzlot-giorgi-fkhakadze



author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გიორგი ფხაკაძე: „არ მეგონა თუ ასეთ მძიმე სიტუციაში ვიქნებოდით…“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights