ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგივისაც საშუალება გაქვთ, გადასახლდით სოფელში, მინიმუმ 2-3 წელი ეკონომიკა მინუსში იქნება

ვისაც საშუალება გაქვთ, გადასახლდით სოფელში, მინიმუმ 2-3 წელი ეკონომიკა მინუსში იქნება

31/01/2021

გაუფრთხილდით დანაზოგს, რადგან მინიმუმ, 2-3 წელი ეკონომიკა მინუსში იქნება, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.


„გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, რადგან ამაზე ძვირფასი, ახლა არაფერი გაგვაჩნია. გაუფრთხილდით დანაზოგს, რადგან. მინიმუმ 2-3 წელი ეკონომიკა მინუსში იქნება. საქართველოში, თითქმის ყველას აქვს სოფელი, ვისაც საშუალება გაქვთ, გადასახლდით სოფელში. დაფიქრდით, როგორ დროში გვიწევს ცხოვრება.


ახლა ფუფუნების დრო არ არის, ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, ნაკლები დანახარჯით, როგორ გავიტანოთ თავი და მოვიგოთ დრო. ვიღაცა შემოგვიტანს ვაქცინას, ვიღაცა გვაჩუქებს ვაქცინას, როგორც ყველა ღარიბი ქვეყნები მიიღებს ვაქცინას, ისე მიიღებს საქართველოც“, – ამბობს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/visats-sashualeba-gaqvt-gadasakhldit-sofelshi-minimum-2-3-tseli-ekonomika-minusshi-iqneba-giorgi-fkhakadze/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ყველა ერთად ამოვალთ ამ ჭაობიდან! – კიდევ ერთხელ მივმართავ სამედიცინო დაწესებულებებს, ნუ გეშინიათ!“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights