სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგივირუსი ისე შეუყვარდა ხალხს საქართველოში, რომ პირბადის გამოყენება „გრეხია“ და ვაქცინაცია კი...

ვირუსი ისე შეუყვარდა ხალხს საქართველოში, რომ პირბადის გამოყენება „გრეხია“ და ვაქცინაცია კი „სვეცკობა

26/09/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ საზოგადოება სამედიცინო პირბადეს აქტიურად გამოიყენებს და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, ვირუსს არ ქნება გამრავლების საშუალება და ორ-სამ თვეში გაქრება.


როგორც სოციალურ ქსელში გიორგი ფხაკაძე წერს, სამედიცინო პირბადე ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალებაა ამ ვერაგი ვირუსის შესაჩერებლად.


„სამედიცინო პირბადე არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ამ ვერაგი ვირუსის შესაჩერებლად. ყველამ რომ გამოიყენოს სამედიცინო პირბადე… დიახ, მარტო სამედიცინო პირბადეს შეუძლია, 92%-ით შეამციროს ვირუსის გავრცელება,


წარმოიდგინეთ, ყველა რომ აიცრას, ვისაც შეუძლია. ყველა თუ ვაქცინირდება ფაიზერით, და ყველა რომ გამოიყენოს სამედიცინო პირბადე ვირუსს არ ექნება გამრავლების საშუალება და 2-3 თვეში გაქრება … მაგრამ ეს ვირუსი ისე შეუყვარდა ხალხს საქართველოში, რომ პირბადის გამოყენება “გრეხია” და ვაქცინაცია კი “სვეცკობა” არ არის,


არაპროფესიონალიზმი კლავს… არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/virusi-ise-sheuyvarda-khalkhs-saqartveloshi-rom-pirbadis-gamoyeneba-grekhia-da-vaqcinacia-ki-sveckoba-ar-aris-giorgi-fkhakadze




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights