ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგივინც ტაძარში დადიხართ, დავანთოთ სანთლები და გავუშვათ ლოცვები… ის, რაც ხდება, მეცნიერებაში...

ვინც ტაძარში დადიხართ, დავანთოთ სანთლები და გავუშვათ ლოცვები… ის, რაც ხდება, მეცნიერებაში არ ჯდება…”

22/02/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის, დამოუკიდებელი ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კორონავირუსის ძველი შტამი უკან იხევს და ნელ-ნელა ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება, რაც მეცნიერულად აუხსნელია, მაგრამ ახალი, ბრიტანული შტამი ძალიან საშიშია და თუ ის საქართველოშიც შემოაღწევს, ქვეყნის ჯანდაცვა ვერ გაუძლებს.

ნახეთ ვიდეო: გიორგი ფხაკაძე პანდემიის „სასწაულზე“

“მოკლედ, ეს ძველი ვირუსი მიდის ქვევით და მართლა ხალხო, ვინც ტაძარში დადიხართ, არავინ არ იცის რა ხდება, დავანთოთ სანთლები და გავუშვათ ლოცვები თუ არსებობს რამე, იმიტომ, რომ მეცნიერებაში არ ჯდება, მაგრამ ვირუსი მიდის ქვევით, ძველ ვირუსზე მაქვს საუბარი, საქართველოში ძირითადად ძველი ვირუსია გავრცელებული. მაგრამ ახალი ვირუსი ძალიან ცუდია. ეს არის ძირითადად ბრიტანული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბრიტანული შტამი არ შემოვიდეს ქვეყანაში. კარანტინი უდნა იყოს გამკაცრებული. 14 დღიანი კარანტინი, ვინც ჩამოდის საზღვარგარეთიდან, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნიდან. თუ ეს ვირუსი შემოვიდა, მას ევროპა ვერ უმკლავდება და საქართველო გაუმკლავდება?! არ გვინდა ეს ზღაპრები, რომ მაგარი ჯანდაცვა გვაქვს, ეს ზღაპრები ბავშვებს მოუყევით ძილის წინ, ჩვენი ჯანდაცვა დაიღალა, გადაიტვირთა”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/vints-tadzarshi-dadikhart-davantot-santlebi-da-gavushvat-lotsvebi-is-rats-khdeba-metsnierebashi-ar-jdeba-giorgi-fkhakadze-pandemiis-sastsaulze/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „სიკვდილი დადის ქვეყანაში“ – გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციაზე და კოვიდზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights