სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგივაქცინაციაზე ცნობიერების ამაღლების დღეები

ვაქცინაციაზე ცნობიერების ამაღლების დღეები

11/02/2018

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

27, 28 და 30 აპრილს, იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ვაქცინაციაზე ცნობიერების ამაღლების დღეები. ღონისძიება ჩატარდა „იმუნიზაციის და ვაქცინოლოგიის ასოციაციის“ (Association of Immunization and Vaccinology – AIVA) ორგანიზებით.


ასოციაცია შედგება დტსუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისგან და მიზნად ისახავს საზოგადოებაში იმუნიზაციის საკითხებზე ინფორმაციის გავრცელებას და ცნობიერების ამაღლებას.


ცნობიერების ამაღლების დღეების ძირითადი მიზანი იყო სტუდენტებისთვის მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და იმუნიზაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და საკამათო საკითხების განხილვა. სამდღიანი ღონისძიება მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.


ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, ისე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, მათ შორის არამედიკოსები.


ღონისძიების პირველი დღე, 27 აპრილი, დაეთმო იმუნიზაციის მნიშვნელობის, ვაქცინაციის ძირითადი პრინციპების, ვაქცინაციით პრევენცირებადი დაავადებების და აცრასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების განხილვას.


აღნიშნულ თემებზე ისაუბრეს AIVA-ს წევრებმა, დტსუ-ს სტუდენტებმა – თამარ რატიშვილმა, ავთანდილ ქოჩიაშვილმა, ანა მეტრეველმა, თამარ ჩომახიძემ და ანა ჭანიამ.


ღონისძიების მეორე დღე, 28 აპრილი, მიეძღვნა ვაქცინაციასთან დაკავშირებული შეკითხვების, არასწორი ინფორმაციისა და მითების დისკუსიას. დტსუ-ს სტუდენტებმა და AIVA-ს წევრებმა – მარიამ მეფისწვერიძემ, ქეთევან გვაზავამ, ნინო ჯავახიშვილმა და თამარ რატიშვილმა სტუდენტებთან ისაუბრეს ე.წ. ვაქცინების უნდობლობაზე, მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაციის კომუნიკაციასა და ანტი-ვაქცინაციაზე.


თეორიული ნაწილის შემდეგ სტუდენტები განაწილდნენ ჯგუფებად. თითოეულმა ჯგუფმა, ტრენერების დახმარებით, სიმულატორებზე გაიარა პრაქტიკული ტრენინგი ვაქცინების ადმინისტრირების ტექნიკაში.


30 აპრილის ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომიტეტი (SCOPH).


საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ასოციაციის წევრებმა, დტსუ-ს სტუდენტებმა – ნინო აქუბარდიამ და ანა სინაურიძემ. სესიის ფარგლებში ვაქცინაციის გლობალურ სამოქმედო გეგმაზე, სტრატეგიებსა და გამოწვევებზე ლექცია წაიკითხა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, დტსუ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელმა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=128&lang=2


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  “ალიას” ექსკლუზივი და აღიარება 7 თვის დაგვიანებით – დიდი ტყუილის “ჩავარდნის” რეალური მიზეზები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights