სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი"ვაქცინა ბაზარზე არ არის...„ფაიზერმა“ 1 კვირის წინ შეაჩერა ვაქცინის მიწოდება, სინამდვილეში მართლა...

“ვაქცინა ბაზარზე არ არის…„ფაიზერმა“ 1 კვირის წინ შეაჩერა ვაქცინის მიწოდება, სინამდვილეში მართლა…

18/01/2021

“ფაიზერმა” 1 კვირის წინ შეაჩერა ვაქცინის მიწოდება. არავინ იცის სინამდვილეში რატომ შეაჩერეს”, -ამის შესახებ პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.


მისი თქმით, ვაქცინა ბაზარზე არ არის.


“საქართველოს საკოორდინაციო საბჭო არ იღებს გადაწყვეტილებას რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში, ჩვენ ამისი არც ფინანსური და არც პოლიტიკური უნარი არ გვაქვს. შევხედოთ რეალობას თვალებში.


ერთადერთი ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დამტკიცებული „ფაიზერის“ ვაქცინაა. კონტრაქტების მიხედვით, ჯერჯერობით „ფაიზერის“ ვაქცინა არ არის კოვაქსში. რაც შეეხება საქართველოს, ის მიიღებს იმ ვაქცინას, რომელიც იქნება დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და იქნება დაკონტრაქტებული კოვაქსის მიერ.


ეს არის რეალური მოცემულობა. ჯერ-ჯერობით, ვაქცინა ბაზარზე არ არის. შეიძლება შემოვიტანოთ, 1000-2000 ვაქცინა, ეს კი საქმეს არ აკეთებს. საქართველოსნაირი კიდე 180 ქვეყანაა. ჩვენ ვართ რიგის ბოლოში… „ფაიზერმა“ შეაჩერა 1 კვირის წინ ვაქცინის მიწოდება. სინამდვილეში მართლა არავინ იცის რეალურად რა ხდება.”- განაცხადა გიორგი ფახაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/vaqcina-bazarze-ar-aris-faizerma-1-kviris-win-sheachera-vaqcinis-miwodeba-sinamdvileshi-martla-aravin-icis-realurad-ra-khdeba-chven-vart-rigis-boloshi-giorgi-fkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „სწორი მაგალითი… ფხაკაძის ეფექტი პრაქტიკაში – პრზიდენტის ვაქცინაციას გიორგი ფხაკაძე ეხმიანება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights