ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგივაიმე, ამოვიდა ყელში… არ მუშაობს ეს წამალი, მეტი რა უნდა გითხრათ! –...

ვაიმე, ამოვიდა ყელში… არ მუშაობს ეს წამალი, მეტი რა უნდა გითხრათ! – გიორგი ფხაკაძე

09/01/2021

ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, პრეპარატი „მოლნუპირავირი“, ისევე როგორც „რემდესივირი“ კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტური საშუალება არ არის.


„ვაიმე ეს „მოლნუპირავირზე“ ამოვიდა ყელში… ხალხო ეს არის ჩვეულებრივი ფარმაკომპანიების, როგორც „რემდესივირი“ და ამ პრეპარატზე ჩემი პასუხი, ხომ იცით რაც არის… „რემდესივირი“ არის ფულის გასაკეთებელი მანქანა. არ მუშაობს ეს წამალი, მეტი რა უნდა გითხრათ! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ არ მუშაობს. „ქლოროფინი“ დაგავიწყდათ?! – მე როდის ვიძახოდით არ ვარგა ეს წამალი, მერე ამოიღეს ხმარებიდან.


საქართველოში ხომ ხმარობდნენ ამ პრეპარატებს, არ ვიცი ახლა თუ იყენებენ. გეუბნებით, რომ დაწყნარდით, გეუბნებით ხალხნო დაწყნარდით, ყველაზე კარგი წამალი არის რა?! – პოზიტივი… დღეში, შვიდი და ათი ათასი ნაბიჯი ფეხით სიარული.

დაახლოებით ერთი საათი სუფთა ჰაერზე სეირნობა. შეამცირეთ, მარილი, შაქარი და გამოხატეთ მეტი პოზიტიური ენერგია. და მნიშვნელოვანი რაცაა პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია, აი, ასე თუ ავიცილებთ ვირუსს და ავაშენებთ, ქვეყანას. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ ქვეყნის აშენებას და მოვითხოვოთ ქვეყნის გახსნა. მოვითხოვოთ ოღონდ არა მკაცრად“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართავში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/vaime-amovida-kelshi-ar-mushaobs-es-tsamali-meti-ra-unda-gitkhrat-giorgi-fkhakadze/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საინტერესო და მართლა კარგი ამბავი – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights