სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი“შიმშილი დაიწყო, ომები დაიწყო და ახალი პანდემიაც შემოგვემატა…” – ფხაკაძე

“შიმშილი დაიწყო, ომები დაიწყო და ახალი პანდემიაც შემოგვემატა…” – ფხაკაძე

08/08/2022

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე:


“შემდეგი იქნება უკრაინა”, ამას ვამბობდი მე 2008 წლის აგვისტოში, მაშინ მექსიკაში ვიყავი… და მერე ბრიუსელშიც ვიყავი… პასუხი რა იყო, იცით?! “ეს შეუძლებელია”, “რას პანიკობ”, “ეს ზღაპარია”, “ნუ აზვიადებ”…


2022 წლის თებერვალში ვთქვი “დაიწყო მე-3 მსოფლიო ომი”, მაშინ ვიყავი ჟენევაში,, მერე პარიზში და ბრიუსელში ვიყავი… პასუხი რა იყო, იცით?! “ეს შეუძლებელია”, “რას პანიკობ”, “ნუ აზვიადებ”… ჩემი პასუხი იყო მარტივი: “იქნება შიმშილი”, იქნება ახალი პანდემიები”, “იქნება ენერგორესურსებისთვის უფრო სასტიკი ბრძოლა”, “იქნება ლოკალური და, სავარაუდოდ, რეგიონული კონფლიქტები/ომები”, ”იქნება ქაოსი და არეულობა”…


სად ვართ ახლა? შიმშილი დაიწყო, ომები დაიწყო, კონფლიქტები დაიწყო, ენერგორესურსებისთვის ომი დაიწყო და პანდემია გრძელდება და მეტიც, ახალი პანდემია შემოგვემატა…


რა ვქნათ?!


2008 წლის გაკვეთილი უნდა ვისწავლოთარა მარტო ქართველებმა, პირველ რიგში, ევროპელებმა


არ უნდა დაგვავიწყდეს 2008 წლის აგვისტოსაქართველომ გადაიხადა უდიდესი ფასი და ამის დავიწყება არის ზუსტად ქართველობის დავიწყება


ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილები, ფხიზლები, მობილიზებულები და სიბრძნე მოვძებნოთ საკუთარ თავში


არ ავყვეთ ემოციებს და ცივი გონებით დავიცვათ ჩვენი სამშობლო ყველგან, სადაც შეგვიძლია


დიახ, იქ, სადაც შეგვიძლია


და ბოლოს, მტრის ენა უნდა იცოდე მტერზე უკეთესად, მტრის ჩვევები ისე კარგად უნდა შეისწავლო, რომ მასზე უკეთესად იცოდე, რა უყვარს და რა არა. გვახსოვდეს როცა მტერი შენზე 100-ჯერ ძლიერია და შენ არ გყავს გვერდზე ძლიერი მხარდამჭერი, მტერთან ახლოს უნდა იყო და დიახ, დათმობაზეც უნდა წახვიდე მაგრამ არასდროს არ უნდა დაგავიწყდეს რომ ის შენი მტერია


ერთადერთი გზა საქართველოსთვის არის ის, რომ გავხდეთ ძლიერი ოჯახის წევრი და რაც შეიძლება მალე


საქართველო გაიმარჯვებს



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/shimshili-daitsqho-omebi-daitsqho-da-akhali-pandemiats-shemogvemata-phkhakadze/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  “მკვლელობა ხომ მოხდა? ყველა პარტია, ვინც კი მონაწილეობდა არჩევნებში, არის დამნაშავე, მორჩა!”
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights