ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგისაშუალებას აძლევს ქვეყანას, გამოიყენოს ციფრული გადაწყვეტილებები, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშ

საშუალებას აძლევს ქვეყანას, გამოიყენოს ციფრული გადაწყვეტილებები, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშ

24/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს. ღონისძიების მიზანი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის როლზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე მსჯელობა და ამ მიმართულებით, არსებული გამოცდილების გაზიარებაა.


კონგრესზე სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.


ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო, სულ უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურისა და აპლიკაციების განვითარებაში, რაც საშუალებას აძლევს ქვეყანას, გამოიყენოს ციფრული გადაწყვეტილებები, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის.


როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, ჯანდაცვის დიგიტალიზაცია, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა.


„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ, ჩამოაყალიბა კარგად ფუნქციონირებადი ციფრული სისტემები, რომლებიც მხარს უჭერს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების ოპერირებას. აღნიშნული სისტემები საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ სერვისის ეფექტური მოდელები დაავადების პრევენციის, გამოვლენისა და მკურნალობისთვის.


ჩვენ, ვგეგმავთ, გამოვიყენოთ ციფრული ტექნოლოგიები პირველადი ჯანდაცვის დონეზე, კლინიკური შემთხვევების მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად, პირველადი და მეორადი ჯანდაცვის პროვაიდერების ურთიერთდაკავშირების მიზნით“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


ჯანდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, ტელემედიცინის პლატფორმაზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველო, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, აქტიურად ახორციელებს.


სტამბოლში გამართულ, მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებაზე კონგრესის მონაწილეებს თურქეთის პრეზიდენტმა მიმართა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ვიდეომიმართვაში, დელეგატებს, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აქცენტი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე გააკეთა.


ღონისძიებაში მონაწილეობას 21 ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები და ხელმძღვანელი პირები, იღებენ. კონგრესში, საქართველოდან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები მონაწილეობენ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გინდათ გაიგოთ, ეპიდემიას ვაკონტროლებთ, თუ არა? აი, ეს არის ინდიკატორი – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights