ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგისაქართველოს C ჰეპატიტის პროგრამა უნიკალურია და მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები აღიარებენ ჩვენი ქვეყნის

საქართველოს C ჰეპატიტის პროგრამა უნიკალურია და მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები აღიარებენ ჩვენი ქვეყნის

26/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი ინფორმაციას ავრცელებს:


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში გამართულ ექსპერტთა შეხვედრაზე მთავარ მომხსენებლად წარსდგა.


ღონისძიება გაეროს სააგენტოს UNAIDS-ისა და საპარლამენტთაშორისო ალიანსის UNITE -ის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაში მომხსენებლებად ასევე წარსდგნენ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე შანონ ჰადერი, პორტუგალიის პარლამენტის წევრი რიკარდო ბაპტისტა ლაიტე – UNITE პრეზიდენტი, ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსის ხელმძღვანელი ქერი ჯეიმსი და G20 დიდი ოცეულის მრჩეველი ჯანდაცვის სტრატეგიების მიმართულებით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ალან დონელი.


მარიამ ჯაში პორტუგალიის პარლამენტში დაფუძნებული UNITE ინიციატივის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარედ აირჩიეს.


UNITE აერთიანებს 50 სხვადასხვა ქვეყნის 100 პარლამენტარს და მისი მიზანია მსოფლიო მასშტაბით მოქმედი და ყოფილი პარლამენტარების მობილიზაცია ინფექციური დაავადებების (შიდსის, ჰეპატიტების და ტუბერკულოზის) წინააღმდეგ ბრძოლაში. ორგანიზაციას ხელმძღვანელობს პორტუგალიის პარლამენტის წევრი რიკარდო ბაპტისტა ლაიტე.


ნიუ-იორკის შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა პარლამენტარების ჩართულობის აუცილებლობაზე საყოველთაო ჯანდაცვის და კონკრეტულად გადამდები დაავადებების პროგრამების მხარდაჭერაში.


მარიამ ჯაშმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება და შედეგები C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე.


“საქართველოს C ჰეპატიტის პროგრამა უნიკალურია და მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები აღიარებენ ჩვენი ქვეყნის წარმატებას. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა გლობალურად, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს” – აღნიშნავს მარიამ ჯაში



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  იაპონიაში დღეს დაფიქსირდა კოვიდ19-ით "0" სიკვდილიანობა, დიახ არ გეშლებათ, 126 მილიონიან ქვეყანაში...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights