ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგისანამ მოსახლეობის 70% არ იქნება ვაქცინირებული, ვერ ვიქნებით უსაფრთხოდ – გიორგი ფხაკაძე

სანამ მოსახლეობის 70% არ იქნება ვაქცინირებული, ვერ ვიქნებით უსაფრთხოდ – გიორგი ფხაკაძე

23/12/2020

„ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი და სიმართლეს შევხედოთ თვალებში. ამ წელს და მომავალ წელსაც მზად უნდა ვიყოთ, რომ სწავლისთვის ონლაინ პლატფორმების გამოყენება მოგვიწევს. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ბავშვების განათლება არის დაცემული, გეთანხმებით. ყველგან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვარდნაა განათლებაში. პედაგოგები არიან დიდი სტრესის ქვეშ, ასევე არიან მოსწავლეებიც”, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ სამოქალაქო ინიციატივები „მომავლის თაობის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგი ფხაკაძის თქმით, სანამ მოსახლეობის 70% არ იქნება ვაქცინირებული, მანამ უსაფრთხოდ ვერ ვიქნებით და ამიტომ ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაფრთხილების მიზნით, სავარაუდოდ, შემდეგ წელსაც ონლაინ სწავლება იქნება.

„რა შეიძლება გავაკეთოთ? პირველი: სკოლებმა მოდი დაგეგმეთ ისე, რომ ეს წელი იქნება ონლაინ წელი, მომავალი წელიც იქნება ონლაინ წელი, რადგან სანამ მოსახლეობის 70% არ იქნება ვაქცინირებული ვერ ვიქნებით უსაფრთხოდ. მეორე: მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება, ეს იქნება მასწავლებლების უფრო მეტი კომუნიკაცია ერთმანეთთან ე.წ. ვირტუალური სამასწავლებლოები, სადაც ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, ბავშვების შემთხვევაში კი არა კომპიუტერული თამაშები, არამედ ისეთი ურთიერთობა კლასელებთან, რაც დააინტერესებთ და არა მარტო გაკვეთილზე მოახერხებენ ურთიერთობას, და მესამე – ჩვენ ამ ეპიდემიის დროსაც კი შეგვიძლია გვქონდეს ურთიერთობა უშუალოდ პედაგოგებთან და ბავშვებთან, სკოლამ უნდა უზრუნველყოს, რომ რეგულაციების დაცვით მოხდეს ტექნიკური შეხვედრები, არა შენობაში, მაგალითად გაისეირნონ გარეთ“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/sanam-mosakhleobis-70-ar-iqneba-vaqtsinirebuli-ver-viqnebit-usafrtkhod-giorgi-fkhakadze/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო, ჩემი სიტყვები გაიხსენეთ ორ კვირაში – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights