სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„სამწუხაროდ, ჩემი შიშები გამართლდა... ბავშვები არიან ყველაზე დაუცველები“ - გიორგი ფხაკაძე

„სამწუხაროდ, ჩემი შიშები გამართლდა… ბავშვები არიან ყველაზე დაუცველები“ – გიორგი ფხაკაძე

26/01/2022

„2021 წლის 8 დეკემბერს, დავდე პოსტი ომიკრონის ახალი მუტაციის-BA.2 შესახებ. სამწუხაროდ, ჩემი შიშები გამართლდა და ეს ვარიანტი უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა“,- წერს სოციალურ ქსელში, ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.


„ჯერჯერობით ბევრი რამ არ ვიცით ამ კონკრეტული ვარიანტის შესახებ. რაც ცნობილია, ეს ომიკრონის “შვილი” დიდად არ განსხვავდება (სიმძიმე, ჰოსპიტალიზაცია) ორიგინალი ომიკრონისგან, მაგრამ ფაქტია, რომ პსრ ტესტები კარგად ვერ ასხვავებს.


სავარაუდოდ ეს ახალი მუტაცია, ოდნავ გააგრძელებს არსებულ კოვიდის აფეთქებას და ისე მალე არ ჩაქრება, როგორც ეს იყო სამხრეთ აფრიკაში, ანუ ინფიცირების პიკი იქნება ხანგრძლივი.


დანია ამჟამად არის BA.2 “ლიდერი” ქვეყანა და სამწუხაროდ ქვეყნის “ბიზნეს გადაწყვეტილებამ აჯობა “საზოგადოებრივი” ჯანდაცვის პოზიციას, როგორც საქართველოში. ვინ თქვა, საქართველო ევროპა არ არის. სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება გაზრდის სიკვდილიანობას, გრძელ კოვიდს, და ჰოსპიტალიზაციას… ასევე სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბავშვები (0-2 წელი) არიან ყველაზე დაუცველები… ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/samtsukharod-chemi-shishebi-gamartlda-bavshvebi-arian-yvelaze-dautsvelebi-giorgi-fkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  იუნესკო სკოლებში სმარტფონების გლობალური აკრძალვის მოწოდებით გამოდის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights