სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტო ფუნქციონირებს იმისთვის, რომ გადააზღვიოს პაციენტთა

„სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტო ფუნქციონირებს იმისთვის, რომ გადააზღვიოს პაციენტთა

14/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯანდაცვის სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს „ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილების პაკეტი და პროექტი წარუდგინა, რომლის მიღების შემთხვევაში რეგულირების სააგენტოს სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე შესვლა შეეძლებათ. შემოდის საჯარიმო სანქციის დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმი.


ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაცემაში “ბიზნეს რუსთავი2” -თნ განაცხადა:


„სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტო ფუნქციონირებს იმისთვის, რომ გადააზღვიოს პაციენტთან დაკავშირებული რისკები და შექმნას უსაფრთხოების პირობები. ეს არის ფუნდამენტი და მთავარი მოტივაცია სააგენტოს საქმიანობის.


საერთაშორისო პრაქტიკაში არის შემოწმება, ინსპექტირება წინასწარი შეტყობინების გარეშე, ჩვენს შემთხვევაში, როდესაც პაციენტის საჩივარი შემოდის, რეგულირების სააგენტო მიმართავს სასამართლოს და სასამართლო 72 საათში გასცემს თანხმობას კლინიკის შემოწმების შესახებ, ამავდროულად, სასამართლო კლინიკას შეტყობინებას უგზავნის და ის უკვე, გარკვეულწილად მომზადებული ხვდება ამ შემოწმებას.


სააგენტო ამოწმებს დოკუმენტაციას, სამედიცინო დოკუმენტაციაში თუ ის ჩანაწერი იმ ფორმით არ დარჩა რა ფორმითაც ზუსტად აღწერს კლინიკური პროცესების მართვა, რა თქმა უნდა ეს უკვე აღარ გამოდგება ობიექტური გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა.“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „დღეის მდგომარეობით (26/02/2021) წარმატებით გაიარეს ხალხის ნდობის მანდატი -შემდეგი...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights