ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგიროგორ დავიცვათ თავი ანტივაქსერებისგან?! – გიორგი ფხაკაძე ანტიპრობაგანტისტულ ჯგუფებზე

როგორ დავიცვათ თავი ანტივაქსერებისგან?! – გიორგი ფხაკაძე ანტიპრობაგანტისტულ ჯგუფებზე

08/08/2021

ანტივაქსერები რომ არსებობენ ფაქტია. ისინი ჩვენთან ერთად თანაარსებობენ. თანაარსებობენ და ვირუსის გავრცელების რისკს ამაღლებენ.


ვაქცინაციის მომხრეებისთვის ჩნდება კითხვა – როგორ დავიცვათ თავი ანტივაქსერებისგან?! სწორედ ამ კითხვით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს გიორგი ფხაკაძეს “პრაიმტაიმმა” მიმართა.


მისი თქმით, მთავარ პრობლემას არა ანტივაქსერები წარმოადგენენ, არამედ – პროპაგანდისტ-იდეოლოგ-ანტივაქსერები. პროპაგანდის მსხვერპლ ანტივაქსერებისთვის გიორგი ფხაკაძე მუდმივ რეჟიმში სწორი ინფორმაციის მიწოდების მომხრეა…

მისი თქმით, პროპაგანდის შემქმნელების ადგილი არა მედია სივრცეში, არამედ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა, რათა ნათელი გახდეს, რა მოტივი ამოძრავებთ მათ, გაავრცელონ ფეიკნიუსები, ანტივაქსერული ცნობები და ა.შ.

“მსოფლიოში პროპაგანდისტ-იდეოლოგ ანტივაქერთა რაოდენობა 25-ს შეადგენს. ბედის ირონიაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტივაქსერი, რომელსაც განათლება კემბრიჯში ჰქონდა მიღებული, კორონავირუსით დაინფიცირდა და გარდაიცვალა.

ვისაც საზოგადოება ანტივაქსერებს ეძახის, ისინი რეალურად, ამ პროპაგანდისტ-იდეოლოგ ანტივაქერთა პროპაგანდის მსხვერპლი არიან.


მე კი მათ ანტივაქსერთა სექტას ვეძახი, ისინი დემოკრატიულ პრინციპებს ბოროტად იყენებენ – ამბობენ, რომ მათი უფლებაა უარი თქვან ვაქცინაციაზე. თუმცა, მათ ამის პარალელურად, არ აქვთ უფლება, საფრთხე შეუქმნან სხვა ადამიანებს.

ერთადერთი გზა, თავი დავიცვათ ანტივაქსერებისგან არის მათი ამ “სექტიდან” გამოყვანა მხოლოდ სიმართლის გზით. მათ მიმართ აგრესია, კრიტიკა, ჩხუბი არ დადებს შედეგს. მათ მეცნიერებაზე დაფუძნებული სწორი ინფორმაცია თუ მივაწოდეთ, ისინი ამ სექტას დატოვებენ.

ანტივაქსერი ექიმებიც არსებობენ სამწუხაროდ… მათი განათლება და აკადემიური ხარისხი აუცილებლად მოსაძიებელია. პროპაგანდისტი-იდეოლოგი ანტივაქერები მოქმედებენ მხოლოდ პირადი სიკეთეების მოპოვებისთვის…

მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, ქალბატონი თინა ანტივაქსერული განცხადებებით კარგად “ყიდის” თავის ბალახებს…


ასევე, საინტერესოა ქართველი ბლოგერი კობა, რომელიც გერმანიიდან ანტივაქსერულიგანცხადებებით ხშირად ჩნდება, რეალურად ვინ არის, ან რა განათლება და კომპეტენცია აქვს და რაზე დაყრდნობით საუბრობს ვაქცინაციის “ბოროტ” მხარეებზე.

პროპაგანდის მსხვერპლი ანტივაქსერისთვის აუცილებელია, მოსახლეობას დავეხმაროთ სწორი ინფორმაციის მიღებაში.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ანტივაქსერები დაინტერესებულები არიან იმით, რომ მაქსიმალურად ბევრი ფული იშოვონ, არაინფორმირებული ადამიანების მანიპულაცია კარგად გამოსდით და ისინიც ბრმად ენდობიან. ისინი ამ შარლატანების მსხვერპლი არიან.

მანიპულატორ-შარლატან ექიმების ადგილი არა მედიაში, არამედ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა. ისინი დასაბარებლები არიან, რადგან საქმე სწორედ უსაფრთხოებას ეხება. გამოსაკვლევია, მათ რა მოტივი ამოძრავებთ, იყვნენ პროპაგანდის შემქმნელები.” – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/rogor-davitsvat-tavi-antivaqserebisgan-giorgi-fkhakadze-antiprobagantistul-jgufebze/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ხალხო, გვეშველა! – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights