სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრორეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო...

რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო…

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის პირველი იანვრიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო გახდება. 2023 წელს კი პარლამენტს სახარჯი მასალებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეგულირების კანონპროექტი წარედგინება.

„რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა.

საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის იქნება სავალდებულო.

საუბარია მომსახურების ხარისხის, პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე. სამედიცინო დაწესებულებები ინდივიდუალურად შეძლებენ, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ, აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციებს შორის, უკვე დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ინდივიდუალურად გააკეთონ არჩევანი“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს, ამიტომ, 2023 წელს სამედიცინო დაწესებულებებს, აკრედიტაციის გამცემ კომპანიასთან კონტრაქტი უნდა ჰქონდეთ გაფორმებული, ასევე დასრულებული უნდა იყოს თვითშეფასების ეტაპიც.

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, როგორც საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის, ისე სამედიცინო აღჭურვილობისა და სახარჯი მასალების რეგულირების დოკუმენტების მომზადებაში აქტიურად იქნებიან ჩართულები ადგილობრივი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები.

 

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights