ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგირატომ ვატყუებთ მოქალაქეებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ორ თვეში ყველაფერი გაიხსნება?!

რატომ ვატყუებთ მოქალაქეებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ორ თვეში ყველაფერი გაიხსნება?!

25/01/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საუბარი შეზღუდვების 2 თვეში მოხსნაზე ხალხის მოტყუებაა, რადგან 2023 წლამდე კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრება მოგვიწევს.

“ერთადერთი რაც არის სწორი ნაბიჯი, ეს არის ღია, გამჭვირვალე საუბარი მოქალაქეებთან, არ უნდა მოვატყუოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ერთ თვეში ყველაფერი კარგად იქნება, ორ თვეში გაიხსნება ქვეყანა, არ გაიხსნება, რატომ ვატყუებთ ერთმანეთს და საკუთარ თავს. ჩვენ ვიცით, რომ 2023 წლამდე ჩვენ მოგვიწევს ამ ვირუსთან ცხოვრება. ერთადერთი გამოსავალი არის ვნახოთ, შევხედოთ სიმართლეს თვალებში”, – აგნაცხადა გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველზე”.

ფხაკაძის თქმით, ერთადერთი გამოსავალი მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადის მოხმარებაა და აუცილებელია მათი მოხმარება სავალდებულო იყოს.

„სამედიცინო პირბადეები უნდა იყოს სავალდებულო. ყველა სხვა პირბადეები უნდა იყოს აკრძალული. უნდა იყიდებოდეს მხოლოდ სამედიცინო პირბადე. ეს არის ის, რაც პირველი უნდა გაკეთდეს. მეორე აუცილებელია ორმეტრიანი დისტანცია, სადაც არ უნდა ვიყოთ. მესამე ჰიგიენა. თუ ეს სამი პირობა არის, მაშინ შეიძლება საუბარი, რომ გაიხსნას.

სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება განკურნებული ამ ვირუსისგან საშიშროება მუდმივად არის. ქვეყანა უნდა იყოს გახსნილი მკაცრი რეგულაციების დაცვით.”- აცხადებს გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის” ეთერში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ratom-vatkuebt-moqalaqeebs-rom-kvelaferi-kargad-iqneba-da-or-tveshi-kvelaferi-gaikhsneba-giorgi-fkhakadze-shezghudvebze/



author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ამერიკაში და ევროპაში სექტემბრისთვის ეპიდემია იქნება კონტროლქვეშ და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოსაც...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights