ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიაკრედიტაციარას სთავაზობს აკრედიტაცია კანადა ქართულ კლინიკებს - ამჟამად აკრედიტაცია კანადას ეხმარება 12

რას სთავაზობს აკრედიტაცია კანადა ქართულ კლინიკებს – ამჟამად აკრედიტაცია კანადას ეხმარება 12

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ აკრედიტაცია კანადა აქტიურად არის ჩართული საქართველოში საავადმყოფოების აკრედიტაციის პროცესში.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამად აკრედიტაცია კანადას ეხმარება 12 ქართველი ექსპერტი, რათა ამ ეტაპზე 14-მა სამედიცინო დაწესებულებამ, თბილისში და ბათუმში, წარმატებით გაიარონ აკრედიტაციის პროცესი.

„აკრედიტაცია კანადა აქტიურად არის ჩართული საქართველოში საავადმყოფოების აკრედიტაციის პროცესში.

ამჟამად აკრედიტაცია კანადას ეხმარება 12 ქართველი ექსპერტი, რათა ამ ეტაპზე 14-მა სამედიცინო დაწესებულებამ, თბილისში და ბათუმში, წარმატებით გაიარონ აკრედიტაციის პროცესი.

აკრედიტაცია კანადა საქართველოში ქართულ კლინიკებს სთავაზობს:

კლინიკის მენეჯმენტს და პერსონალს უშუალოდ აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო ექსპერტების მიერ სპეციალური ტრეინინგების ჩატარებას, რათა მათ წარმატებით გაართვან თავი აკრედიტაციის პროცესს.

თითოეული კლინიკას პირად აკრედიტაციის მრჩეველს, ყოველ კვირეულად (3 საათი), რომელიც დაეხმარება სამედიცინო დაწესებულებას წარმატებით დანერგოს აკრედიტაცია კანადას სტანდარტები.

აკრედიტაცია კანადა-ს სტანდარტებს, გზამკლევების, პროცედურების, და ყველა დამატებით დოკუმენტაციას ქართულ ენაზე.

ტრეინინგების პაკეტს ქართულ ენაზე.

ქოლ ცენტრს, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენთან ჩართული კლინიკებისთვის 24/7 ქართულ ენაზე.

აკრედიტაციის დანერგვის მუდმივი მონიტორინგის სისტემას, სადაც ჩართულია საერთაშორისო და ქართველი მრჩევლები.

ჩვენ ვეხმარებით კლინიკებს აკრედიტაციის ყველა ეტაპზე, დიახ ყოველი კვირა 3 საათი ჩვენი მრჩეველი არის თქვენს კლინიკაში რათა დაგეხმაროთ თქვენ გადალახით ყველა გამოწვევები.

აკრედიტაციის პროცესი:

აკრედიტაციია კანადას სტანდარტები არ ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის ცვლილებებს, რადგან საქართველოს სახელმწიფო რეგულაციის მოთხოვნების დაკმაყოფილება საკმარისია აკრედიტაცია კანადას აკრედიტაციის ინფრასტრუქტურული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

აკრედიტაცია კანადა არ ითვალისწინებს კლინიკური სტანდარტების შეფასებას.

აკრედიტაცი კანადა აფასებს ზოგადი მენეჯმენტის ნაწილს და პაციენტის უსაფრთხოების პროცესების და კმაყოფილებას.

ამჟამად აკრედიტაცია კანადა საქართველოს კლინიკებთან აწარმოებს ინტენსიურ კომუნიკაციას და კონტრაქტების გაფორმებას. ვინაიდან აკრედიტაციის პროცესი საშუალოდ 12-18 თვე გრძელდება და თუ ნოემბრამდე არ მოხდა აკრედიტაციის ხელშეკრულებების ხელმოწერა, კლინიკებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ ვადაში აკრედიტაციის მიღება გაუჭირდებათ.

თუ თქვენმა კლინიკამ გადაწყვიტა გაიაროს აკრედიტაცია, დაგვიკავშირდით აქ: info@accreditation.ge“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ISO 15189:2022 პრაქტიკული გზამკვლევი ყველა ლაბორატორიისთვის Accreditation Canada-ის ექსპერტისგან - შიდა აუდიტის 7 ფატალური შეცდომა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights