სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგირა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ამ დროისთვის ქვეყანაში

რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ამ დროისთვის ქვეყანაში

18/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ სეზონურ ვირუსებზე ისაუბრა.


„ახლა ქვეყანაში ცირკულირებს რინოვირუსი, ენტეროვისურსი და 7/8% კორონავირუსი.

მსგავსი სურათი გვქონდა გასულ წელსაც. არაფერი უჩვეულო, წლევანდელ სეზონზე არ არის.


ჯერჯერობით გრიპის ვირუსი ცირკულაციაში არ გამოჩენილა. თითო შემთხვევა იყო წლის 38-ე – და 39-ე კვირაზე, მაგრამ ახლა, მიმდინარე კვირაში გრიპის ვირუსი არ არის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომმ 2023 წელს რინოვირუსის უჩვეულო მატება გვაქვს, პანდემიამდე წლებთან შედარებით, წელს ძალიან ბევრი რინოვირუსი ცირკულირებს, ეს არის გაციების გამომწვევი ვირუსი და დაავადების მძიმე მიმდინარეობას არ განაპირობებს.


როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, ქვეყანაში გავრცელებული ვირუსებიდან კორონავირუსი მხოლოდ 7 %-ს შეადგენს:


„გარდა იმისა, რომ წელს, პროცენტული განაწილების თვალსაზრისით, რინოვირუსის ძალიან ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული, აღსანიშნავია, რომ რინოვირუსი მომატებულია მოზრდილი ასაკის ბავშვებშიც.


რაც შეეხება კორონავირუსს. თუ გადავხედავთ იმ მონაცემებს, წლის ჭრილში გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ კორონავირუსის აქტივობაზე, კერძოდ, ლუგარის ცენტრის მონაცემებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა და სეზონური სახე აქვს მიღებული.


კორონავირუსის შემთხვევები ზაფხულშიც გვქონდა. სტატისტიკაში კარგად ჩანს, რომ 3 კვირა იყო, როდესაც ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში კორონავირუსი ვერ იქნა ნანახი.


ბოლო მონაცემებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოგვცა, 7% არის კორონავირუსი, სხვა ვირუსების განაწილება უფრო მეტია.


მთავარია, რომ კორონავირუსი კონტროლის ქვეშ იქნება, გვეცოდინება მისი გავრცელების ინტენსივობა, ასევე ის, თუ რომელი ვარიანტი ცირკულირებს. ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსი კვლავ ცირკულირებს, კერძოდ, „ომიკრონი“. გარდაცვალების შემთხვევა ძალიან იშვიათია, ქვეყანას კორონავირუსისგან რაიმე საშიშროება არ ემუქრება“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „კოვიდი და სეზონური ვირუსები არსად არ წავიდნენ“ - გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights