სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგირა არაავტორიზებული ჩინური ვაქცინის შემოტანა, გაგიჟდით?! ხომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ყველაფერზე

რა არაავტორიზებული ჩინური ვაქცინის შემოტანა, გაგიჟდით?! ხომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ყველაფერზე

03/04/2021

დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მწვავედ აკრიტიკებს.

მისი თქმით, ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანა არაპროფესიონალიზმთან ერთად დანაშაულია და ამის მოთმენა აღარ შეიძლება.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრი (NCDC), გეკითხებით, რის საფუძველზე დაასკვენით, რომ საქართველოში ხალხი ჩინურ ვაქცინას ენდობა? თქვენ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ და ვერ იგებთ საზოგადოების განწყობებს?

ვერ გავიგე, რუსეთის აგენტები არიან? მესმის, არაპროფესიონალები არიან, თავის დროზე გავლენიანმა მამიკო-დედიკომ სადღაც მოაწყო და ასე მოდიან, გასაგებია, მაგრამ როცა ასეთ მავნებლობას სჩადიან, ეს უკვე მოუთმენელია! რა არაავტორიზებული ჩინური ვაქცინის შემოტანა, გაგიჟდით?!

ხომ უნდა დამთავრდეს ბოლოსდაბოლოს ამ ქვეყანაში ყველაფერზე ფულის კეთება! პირდაპირ ვამბობ – NCDC კორუმპირების და არაპროფესიონალების ბუდეა! ეს არის ყველაზე მავნე, ყველაზე ანტივაქსერული ორგანიზაცია. შეგიძლიათ, ყველა ჟურნალისტმა დაწეროთ, მე არ მეშინია!”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ra-araavtorizebuli-chinuri-vaqtsinis-shemotana-gagizhdit-khom-unda-damtavrdes-am-qvekanashi-kvelaferze-fulis-keteba-giorgi-fkhakadze/



author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ზუსტად 2 წელი გავიდა. მზად ვართ?! პიკი საქართველოში იქნება სექტემბერში“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights