შაბათი, აპრილი 19, 2025
მთავარიბლოგირა ანდერძი დაუტოვა გიორგი ფხაკაძეს ბებიამ, რომელიც 90 წლის იუბილეზე პირადად წაუკითხა...

რა ანდერძი დაუტოვა გიორგი ფხაკაძეს ბებიამ, რომელიც 90 წლის იუბილეზე პირადად წაუკითხა – Exclusive

21/08/2021

როცა ქეთევან ბებია 90 წლის იყო, მან თავის შთამომავლებს ანდერძი სწორედ 2011 წელს, თავის 90-ე დაბადების დღეზე წაუკითხა. იყო დუმილი, ეგზისტენციალური შიშის მანიშნებელი სიჩუმე, ტაში და ცხოვრებაში ყველაზე დიდი საიდუმლოს – დაბადება-გარდაცვალების არსზე ფიქრი…


ქეთევან ბებია საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი გიორგი ფხაკაძის ბებია გახლდათ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს სხვა ახლობლებთან ერთად ბებიამ, რომელიც პედაგოგი იყო, შთამომავლებს ერთ-ერთი უკანასკნელი “გაკვეთილი” აუხსნა – სად მიდის გარდაცვალების შემდეგ სული და სად უნდა ეძიონ ის?! გიორგი იმ მომენტში მხოლოდ შვილიშვილი იყო, არა – ექიმი, არა – ექსპერტი, არა ისეთი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ და რომელსაც ვუსმენთ… მაშინ, მსმენელი თავად იყო…


“რაც თავის დროზე უნდა მოხდეს, მაგრამ იფიქრეთ, რომ ეს გარდაუვალია, რომ ეს ბუნების კანონია, რომ ჩემი ცხოვრება იყო სავსე და შინაარსიანი, ამიტომაც მტკიცე ზღვარი დაუდეთ თქვენს განცდას.

მომიკითხეთ სიხარულით, სიყვარულით და არა – წუხილით. გახსოვდეთ, რომ მე იქ არა ვარ, თქვენთან ვარ თქვენს ხსოვნაში, თქვენს სიხარულში, ყოველივე კარგში, რაც თქვენ გაგიკეთებიათ.

პირადი არსებობა შეწყდება და მე შევუერთდები ჩემს ბუნებას, ჩემს სამშობლოს, მზეს, მუსიკას, სილამაზეს, სიკეთეს, აზროვნებას…

იქ მეძიეთ და არა ერთ მტკაველ მიწაზე.

აი, ეს არის ჩემი ანდერძისეული წერილი, რომელიც თქვენც აუცილებლად თქვენს შთამომავლობას უნდა დაუტოვოთ…” – ამბობს ქეთევან ბებია.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ra-anderdzi-dautova-giorgi-fkhakadzes-bebiam-romelits-90-tslis-iubileze-piradad-tsaukitkha-exclusive/


  „ამ დროისთვის ჩანს, რომ ის საკმაოდ გადამდებია!“ – ფხაკაძე კორონავირუსის კიდევ ერთ ახალ ვარიანტზე...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights