ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარიბლოგი„ყველა გეგმიური და პლასტიკური ქირურგიის ოპერაცია/მანიპულაცია უნდა შეჩერდეს მინიმუმ 2 თვით“

„ყველა გეგმიური და პლასტიკური ქირურგიის ოპერაცია/მანიპულაცია უნდა შეჩერდეს მინიმუმ 2 თვით“

11/08/2021

“ყველა გეგმიური და პლასტიკური ქირურგიის ოპერაცია/მანიპულაცია უნდა შეჩერდეს მინიმუმ 2 თვის ვადით”,-ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.


როგორც ის აცხადებს, ასევე სრულად იზიარებს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის აზრს საველე ჰოსპიტლების შესახებ, რომლის თანახმად მინისტრი არ იზიარებს კარვებში მოწყობილ საავადმყოფოს იდეას.

“100%-ით ვეთანხმები ქალბატონ მინისტრს, უნდა მოხდეს არსებული სამედიცინო დაწესებულებების რესურსების მობილიზება, სჯობს, დროებით (2 თვით) გამოცხადდეს სამედიცინო დაწესებულებების ნაციონალიზაცია საქართველოში, რათა ყველა არსებული სამედიცინო საწოლი და სამედიცინო პერსონალი იქნას მობილიზებული ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ და ყველა გეგმიური და პლასტიკური ქირურგიის ოპერაცია/მანიპულაცია უნდა შეჩერდეს მინიმუმ 2 თვის ვადით“,-დაწერა ფხაკაძემ ფეისბუქში.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, თუ რატომ არ იზიარებს საველე ჰისპიტლების გახსნის იდეას. მინისტრის თქმით, კარვებში მოწყობილი საავადმყოფო, მოსახლეობის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან ერთად, მკურნალობის ხარისხზეც იმოქმედებს.


როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მას მტკიცე გადაწყვეტილება აქვს მიღებული, თუმცა, თუ ქვეყანაში ასეთი ჰოსპიტლების აუცილებლობა დადგება, ის ისეთ სივრცეში განთავსდება, რომელსაც მინიმალური ფსიქო-ემოციური ზეწოლა ექნება მოსახლეობაზე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/yvela-gegmiuri-da-plastikuri-qirurgiis-operacia-manipulacia-unda-shecherdes-minimum-2-tvit-giorgi-fkhakadze



author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „ასე რომ ლობირებთ ამ ჩინურ ვაქცინას, რამე კვლევა გაგვიზიარეთ…„ფაიზერსა“ და „მოდერნას“ საკმაოდ...“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights