სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიპროაქტიული წესით რეგისტრირებული მედიკამენტები - 563 მედიკამენტი...

პროაქტიული წესით რეგისტრირებული მედიკამენტები – 563 მედიკამენტი…

23/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, მოსახლეობისთვის ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სამკურნალო საშუალებებს პროაქტიულად არეგისტრირებს.


ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ცვლილების შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეგულირების სააგენტომ, 563 ფარმაცევტული პროდუქტი დაარეგისტრირა.


„ჩვენ, კანონით მინიჭებული შესაძლებლობა გამოვიყენეთ და სხვადასხვა მედიკამენტის რეგისტრაციას, პროაქტიულად, კომპანიის მომართვის გარეშეც ვახორციელებთ. ფარმაცევტულ კომპანიებს, შეუძლიათ, თამამად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, პირდაპირ შემოიტანონ ქვეყანაში ეს წამლები.


იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი კომპანია, ანალოგ და შესაძლოა, უფრო შეღავათიანი ღირებულების წამლებს მიზანმიმართულად არ არეგისტრირებს, ან კონკურენციის გამო, რეგისტრაციას აუქმებს, რათა სხვას არ შემოეტანა პრეპარატი. ამ მექანიზმით კი, ეს რისკიც დაზღვეულია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


ცვლილების შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეგულირების სააგენტომ, 563 ფარმაცევტული პროდუქტი დაარეგისტრირა. აღნიშნული ხელს უწყობს ფარმაცევტულ კომპანიებს წამლები ქვეყანაში გამარტივებული წესით შემოიტანონ. პროაქტიული წესით, ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია მედიკამენტების იმპორტს კიდევ უფრო ამარტივებს და საქართველოს ბაზარზე, ფარმაცევტული პროდუქტის ფართო ასორტიმენტის არსებობას უზრუნველყოფს.


პროაქტიული წესით რეგისტრირებული მედიკამენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე : https://www.moh.gov.ge/…/regulirebis-saagentom%2C-563…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ვაქცინაციის შემდეგ და ინფიცირების შემდეგ იყავით ფრთხილად და არ დაგავიწყდეთ“ – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights