სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი“პირდაპირ მწერენ, – შენ ოჯახი დამინგრიეო” – ვინ და რატომ უპირისპირდება გიორგი...

“პირდაპირ მწერენ, – შენ ოჯახი დამინგრიეო” – ვინ და რატომ უპირისპირდება გიორგი ფხაკაძეს

06/03/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ალიასთან” საუბრისას აცხადებს, რომ უამრავ წერილს იღებს იმ კომპანიების მფლობელებისგან, რომლებიც ფალსიფიცირებული, არასამედიცინო პირბადეების რეალიზებაში ამხილა და ეუბნებიან, რომ მან მათ ოჯახი დაუნგრია.

“არ ვსაუბრობ მხოლოდ დიდ კომპანიებზე, არიან პატარა კომპანიებიც, რომლებმაც 20-30 ათასის ღირებულების პირბადეები შემოიტანეს და პირდაპირ მწერენ, – შენ ოჯახი დამინგრიეო, შემოვიტანე და ვფიქრობდი, რომ 40 თეთრად გავყიდდიო… არ იცით, რა შინაარსის წერილები შემომდის და მე ვეუბნები, კი ბატონო, გაყიდეთ ელიავაზე, გაყიდეთ სხვა მოხმარებისთვის, მაგრამ არა სამედიცინო მოხმარებისთვის, აფთიაქებში რა უნდა ამ პირბადეებს? ათას სისულელეს ავრცელებენ, ვსაუბრობ პირბადეზე და უყურებენ ჩემი ცხვირის ზომას – სხვას ვერაფერს რომ ვერ პოულობენ, ალბათ… მთელი ჩემი ბიოგრაფია საჯაროა, საკონტაქტო ინფორმაცია საჯაროა, სად ვმუშაობდი, ვისთან, რამდენი ხანი ვმუშაობდი, არაფერს ვმალავ. ადამიანები ვერ ხვდებიან, რატომ შეიძლება რამეს ვაკეთებდე უანგაროდ. საქართველოში ხშირად ხდება ისე, რომ რაღაცას აკეთებს ადამიანი და საბოლოოდ მთვარდება ეს ბიზნესინტერესით. ზოგი ტელევიზიაში წავიდა, ზოგი პოლიტიკაში, ზოგი ფარმა კომპანიაში, საბოლოო ჯამში ყველა აღმოჩნდა ვიღაცასთან, მე ერთი წელია ვლაპარაკობ და რომელიმე კომერციულ კომპანიასთან, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიმე თანამდებობის პირთან ვარ შემჩნეული? „იმედშიც“ გადის ჩემი ინტერვიუ და მერე „მთავარ არხზე“ – ხალხი დაიბნა, ხან ხელისუფლების მომხრე ვგონივარ, ხან მოწინააღმდეგე. არც ერთი ვარ და არც მეორე და ვისაც გონება აქვს მიხვდება, რომ ინტერესი მაქვს ნული – როგორც პოლიტიკური, ისე თანამდებობრივი. კარგსაც ვიტყვი, რამდენიმე აფთიაქმა თავიდან შემოიტანა იაფიანი, თურქული პირბადე, არც მერე აღიარეს შეცდომა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სამედიცნო პირბადეების კამპანია დავიწყე, უკვე ხალხი მწერს, რომ ნელ-ნელა კარგი პირბადეების შემოტანა დაიწყეს კომპანიებმა. რამოდენიმე სააფთიაქო ქსელს დავუკავშირდი და ვუთხარი, თქვენ ჩაიწერებით, „ჯიპისის“ და „ფარმადეპოს“ სიაში – მეთქი და ცოტა ხანი გვაცადეთო, მიპასუხეს…”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

  ანტარქტიკაში წყლის ყინულოვანი მასა, წინა ანტირეკორდთან შედარებით, 1 მლნ კვ.კმ-ით შემცირდა


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/pirdapir-mtseren-shen-ojakhi-damingrieo-vin-da-ratom-upirispirdeba-giorgi-fkhakadzes/




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights