ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგიფხაკაძე ია ფარულავაზე: "ტვინი წაიღო, მოვიდა ჩემთან სახლში, რა მექნა, ქალი ლეგენდაა,...

ფხაკაძე ია ფარულავაზე: “ტვინი წაიღო, მოვიდა ჩემთან სახლში, რა მექნა, ქალი ლეგენდაა, უარი ვერ ვუთხარი

03/10/2021

რამდენიმე დღის წინ, მსახიობმა, ტელეწამყვანმა, ია ფარულავამ “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა გიორგი ფხაკაძის სახლში გადაღებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ია ფარულავა სახლის დათვალიერებისას აღფრთოვანებას ვერ მალავს.


ამავე ვიდეობიდან გაირკვა, რომ ჯანდაცვის ექსპერტი გადაცემა “ფარული კონვერტის” სტუმარი იქნება, თუმცა მან სტუდიაში მისვლაზე უარი განაცხადა, რის გამოც გადაცემის ჩაწერა სახლში დაიგეგმა.


ცოტა ხნის წინ, თავად გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა ია ფარულავასთან შეხვედრის დეტალებზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდემიმართვაში.

ვიდეო: “ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს” – ია ფარულავა გიორგი ფხაკაძეს თბილისში, სახლში ესტუმრა


“ია ფარულავამ ტვინი წაიღო, მოვიდა ჩემთან სახლში, ნუ, რა უნდა მექნა, ქალი ლეგენდა, უარი ვერ ვუთხარი ვერაფერზე, ცუდი არაფერი იფიქროთ, მაგრამ ყველამ იცის, რომ მე სტუდიებში არ დავდივარ. გამორიცხულია-მეთქი სტუდიაში ჩემი მისვლა.მხოლოდ სუფთა ჰაერზე.


საბოლოო ჯამში მთხოვეს, რომ გავაკეთოთ განსხვავებული გადაცემაო, რაღაცა კონვერტიო, არ ვიცი, მე ტელევიზორს არ ვუყურებ. მოკლედ, გამომიგზავნეს ქუთაისში “შპიონები”, გადავიღეთ რაღაცები და მგონი, ორშაბათს არის გადაცემა 22:00 საათზე.


იმედია, როცა საქართველოში ვიქნები, მაშინ გაუშვებენ მაგ გადაცემას. იას ვუთხარი, თუ გინდა მოდი ჩემთან სახლში-მეთქი და მოდის”,- თქვა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-ia-farulavaze-tvini-waigho-movida-chemtan-sakhlshi-ra-meqna-qali-legendaa-uari-ver-vutkhari-veraferze




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გიორგი ფხაკაძე – “სკოლები გადადეთ 1 ოქტომბრამდე”
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights