სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიმოსახლეობას აქვს ისტერიკა „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსზე, მაგრამ რეალური საფრთხე ისევ არის კოვიდი

მოსახლეობას აქვს ისტერიკა „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსზე, მაგრამ რეალური საფრთხე ისევ არის კოვიდი

27/05/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას კორონავირუსის მორიგ ტალღაზე აფრთხილებს. მისი თქმით, აქცენტი სხვა სახის ვირუსებზე გადავიდა, თუმცა, კოვიდი ქვეყანაში კვლავ მთავარ საფრთხედ რჩება.


„კოვიდის შემდეგი ტალღა საქართველოში დაიწყება ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში. არაფერი შეიცვალა, მოსახლეობას აქვს ისტერიკა „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსზე და ბავშვებში ახალ ჰეპატიტზე, მაგრამ რეალური საფრთხე ისევ არის კოვიდი (თავისი ვარიანტებით) და პოსტკოვიდი.


ევროპაში კოვიდის ახალი ტალღა უკვე დაიწყო, ამერიკაში და ჩრდილოეთ კორეაში ერთი კვირის წინ, სამხრეთ აფრიკაში უკვე 2 კვირაა, ჩინეთში კი კოვიდის ახალი ტალღა უკვე 3 კვირაა დაწყებულია. კონკრეტულად, მარტო საფრანგეთში დღეს 88 ადამიანი გარდაიცვალა და 32 000 დაინფიცირდა.


კოვიდის ეს მორიგი ტალღა, მსოფლიოში, სავარაუდოდ, იქნება 3-4 თვე (მაისი-აგვისტო) სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს. რა უნდა ვქნათ?! ის, რაც ვიცით, რომ ნამდვილად მუშაობს: სამედიცინო პირბადე; ვაქცინის მე-2 ბუსტერი (მე-4 დოზა „ფაიზერი“ ან „მოდერნა“); დისტანცია; საღი აზრი და არავითარი პანიკა. განსაკუთრებით საყურადღებოა, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები და ქრონიკული პაციენტები (გულის დაავადებების, დიაბეტის, დაბალი იმუნიტეტის მქონე პაციენტები და ასე შემდეგ).


დღეს ნებისმიერი ქვეყნის ჩაკეტვა დანაშაულია, ვინაიდან ვიცით, რომ მარტო ჩაკეტვა არაეფექტურია. ეფექტური არის კომპლექსური მიდგომა:


ვაქცინაცია+პირბადე+ტესტირება+იზოლაცია+წერტილოვანი კარანტინი, ასევე ხელების დაბანა და დახურული სივრცეების განიავება. ნურავის ნურაფერს აბრალებთ, ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია. სამედიცინო პირბადეები (ფხაკაძის პირბადეები) აფთიაქებში ხელმისაწვდომია (ხელმისაწვდომ ფასებში) დანარჩენი კი თქვენი თვითშეგნების საკითხია. მიხედეთ საკუთარ თავს, ისიამოვნეთ და დატკბით ცხოვრებით. ჯანმრთელობას გისურვებთ.“ – აცხადებს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/mosakhleobas-aqvs-isterika-maimunis-yvavilis-virusze-magram-realuri-safrtkhe-isev-aris-kovidi-giorgi-fkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მაგარი ბებო მყავდა, ეს არ იცით რა სიმდიდრეა. ამას ოქროთი ვერ იყიდი – უცნობი ფაქტები, რაზეც გიორგი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights