ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგიმერე რა, რომ პრეზიდენტია. სხვა პატიმრებმა რა დააშავეს? რატომ უნდა იყვნენ პრივილეგირებული...

მერე რა, რომ პრეზიდენტია. სხვა პატიმრებმა რა დააშავეს? რატომ უნდა იყვნენ პრივილეგირებული ადამიანები?

08/01/2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ციხეში ადამიანები პრივილეგირებულები არ უნდა იყვნენ.


მისი თქმით, მას ეგონა, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანის ნაცვლად, რუსთავის ციხეში დარჩებოდა და მოითხოვდა ყველა პატიმრისთვის გაუმჯობესებულიყო სამედიცინო პირობები.


„არც ერთი ადამიანი არ მინდა, იყოს ციხეში… სააკაშვილი პრეზიდენტია, მაგრამ ის არის პატიმარი. სხვა პატიმრებმა რა დააშავეს? სააკაშვილს სჭირდება სამედიცინო დახმარება და სხვა პატიმარს არა? ამდენი კონსილიუმები სხვა პატიმრებზე რატომ არ არის? რამდენი პატიმარი გარდაიცვალა ციხეში, იმიტომ, რომ…


მე, როგორც ექიმმა, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. მე მეგონა, რომ სააკაშვილი, როგორც ოპოზიციის ლოკომოტივი, იტყოდა, რომ გორში და საზღვარგარეთ გადაყვანა კი არა, დავრჩები რუსთავის ციხეში და მოვითხოვ, ყველა პატიმრისთვის იყოს გაუმჯობესებული პირობები, იყოს საუკეთესო სამედიცინო სერვისი მოწოდებული…


ჩემი საქმე არ არის, სააკაშვილი მართალია თუ არა… ამდენი ადამიანი მხარს გიჭერს, ოპოზიციის ლიდერი ხარ, მოითხოვეთ, რომ გაკეთდეს ისე, რომ ციხის საავადმყოფო საუკეთესო იყოს საქართველოში…ეს ვერ დავინახე… მერე რა, რომ პრეზიდენტია. სხვა პატიმრებმა რა დააშავეს? რატომ უნდა იყვნენ პრივილეგირებული ადამიანები?“, – წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/mere-ra-rom-prezidentia-skhva-patimrebma-ra-daashaves-ratom-unda-iyvnen-privilegirebuli-adamianebi-giorgi-fkhakadze-saakashvilze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „არ მუშაობს ეს წამალი, მეტი რა უნდა გითხრათ!“ – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights