სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი"მე მგონი, ჩემ გარდა ამის თქმას საქართველოში ვერავინ ბედავს, არასასიხარულო ამბავი ჩინური...

“მე მგონი, ჩემ გარდა ამის თქმას საქართველოში ვერავინ ბედავს, არასასიხარულო ამბავი ჩინური ვაქცინების

04/09/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ჩინური ვაქცინაციის შესახებ არასასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.


ამის შესახებ ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„არასასიხარულო ამბავი ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ, რომელიც ჩატარდა ჩილეში. მე მგონი, ჩემ გარდა ამის თქმას საქართველოში ვერავინ ბედავს.


ფაქტები:


კვლევა ჩატარდა ჩილეში 2021 წლის 2 თებერვლიდან 1 მაისამდე.


დელტა ვარიანტი პირველად დაფიქსირდა ჩილეში 2021 წლის 21 ივლისს.


დასკვნა:


ჩინური ვაქცინა არის ეფექტური უხანური ვარიანტის წინააღმდეგ დაახლოებით 66%.


დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა არ არის დადგენილი და სავარაუდოდ (ისრაელის და ბრიტანეთის ფაიზერი/ასტრაზენეკას ანალიზის საფუძველზე) 25-30% არ გადააჭარბებს.


იქნებ დავანებოთ მარჩიელობანას თავი და შევეშვათ გადაუდებელი ავტორიზაციის მქონე ვაქცინების პროპაგანდას. გადავიდეთ ყველაზე უსაფრთხო, ეფექტურ და სრულიად ავტორიზებულ ვაქცინებზე (ფაიზერი, მალე მოდერნაც დაეწევა)?!


გამეცით მარტივ ერთ შეკითხვაზე პასუხი, საიდან იცის ბებო მარომ ხულოდან, რომელი ვაქცინაა “კარგი”,


ჯანმრთელობას გისურვებთ“- წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/me-mgoni-chem-garda-amis-tqmas-saqartveloshi-veravin-bedavs-arasasikharulo-ambavi-chinuri-vaqcinebis-kvlevis-shesakheb-giorgi-fkhakadze




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ჩვენ არ მივალთ დილეტანტ ექიმთან, იმიტომ, რომ შეიძლება მოგვკლას“... - გიორგი ფხაკაძე რამაზ ჩხიკვაძის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights