სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი"კარგი იქნება, ამ სამედიცინო პერსონალს ჯიგრების ძახილის მაგივრად, ხელფასები დაურიგოთ. 250 ლარი...

“კარგი იქნება, ამ სამედიცინო პერსონალს ჯიგრების ძახილის მაგივრად, ხელფასები დაურიგოთ. 250 ლარი…

14/01/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ვირუსის სეზონურობიდან გამომდინარე, ზაფხულის პერიოდში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება, რაც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის დასანერგად, მათ შორის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხითაც.


“ვირუსი არსად არ წავა, სეზონურია. ზაფხულში ის იქნება უფრო ნაკლები მკვლელი და უფრო ნაკლებად აგრესიული. სეზონურობა ნიშნავს, რომ ის მაინც ვრცელდება, მაგრამ არ არის ისეთი საშიში. ანუ რეანიმაციულ განყოფილებებში არ ამოვყოფთ თავს. ამისთვის კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.


გიორგი ფხაკაძე: “2023 წლამდე კოვიდი არსად არ წავა, ქვეყანა სხვა რელსებზე უნდა გადავიყვანოთ”


მე კი არ ვამბობ, მეცნიერება ამბობს, რომ 2023 წლამდე ეს ვირუსი, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში იქნება. ამიტომ საჭიროა დაგეგმარება 2023 წლამდე. ფრხილად უნდა ვიყოთ, რომ იგივე შეცდომები, რაც შარშან გვქონდა, ხელახლა არ დავუშვათ.


ზაფხულში გვექნება დრო, როცა ჩვენ ამოვისუნთქებთ. რეანიმაციულ განყოფილებაში არ იქნება ხალხი. უფრო ნაკლები იქნება სიკვდილიანობა და მძიმე პაციენტები. გვექნება დრო, რომ ექიმებმა დაისვენონ.


სასწრაფოდ, ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება არის საჭირო. კარგი იქნება, ამ სამედიცინო პერსონალს ჯიგრების ძახილის და ჯილდოების მაგივრად, ხელფასები დაურიგოთ. არ შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ადამიანს 250 ლარი ჰქონდეს ხელფასი. მიუღებელიც არის და აკრძალულიც უნდა იყოს.”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ მორიგ ლაივ ჩართვისას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/kargi-iqneba-am-samedicino-personals-jigrebis-dzakhilis-magivrad-khelfasebi-daurigot-250-lari-khelfasi-miughebeli-da-akrdzalulic-unda-iyos-giorgi-fkhakadze



author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საქართველოს მთავრობა გეგმავს, კიდევ უფრო გააუმჯობესოს სახელმწიფო პროგრამები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights