სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიაკრედიტაცია„ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო - საერთაშორისო აკრედიტაცია სავალდებულოა“

„ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო – საერთაშორისო აკრედიტაცია სავალდებულოა“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო.

„ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო

რეგულაციები სავალდებულოა

საერთაშორისო აკრედიტაცია სავალდებულოა

აკრედიტაცია კანადა უკვე ეხმარება საქართველოში 14 სამედიცინო დაწესებულებას თბილისში და ბათუმში, რომ გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია.

ჩვენმა 12-მა ადგილობრივმა ექსპერტმა (ყველა ექიმი) გაიარეს 6-თვიანი ინტენსიური ტრეინინგები საერთაშორისო ექსპერტებთან, რათა დაეხმარონ ქართულ კლინიკებს, მოემზადონ საერთაშორისო აკრედიტაციისთვის.

18 სექტემბერს 17:00-19:00 საათამდე მექნება შეხვედრა ბათუმში მსურველ კლინიკებთან.“

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.

ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.

აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 13 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.

აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.

ახალი რეგულაციები კლინიკებისთვის

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1

 
 
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  Enhancing Healthcare Facility Standards in Georgia - A Perspective by Professor Giorgi Pkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights