სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„ისტორიული პროექტი დავიწყეთ - მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში ვუმკურნალებთ“

„ისტორიული პროექტი დავიწყეთ – მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში ვუმკურნალებთ“

01/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდა


ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ და საქართველოში მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს. პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებთან ხელშეკრულებებს ხელი დღეს მოეწერა.


ხელშეკრულებები ჯანდაცვის სამინისტროს „საქართველოს სოლიდარობის ფონდსა“ და ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის პარტნიორ კლინიკებს შორის გაფორმდა.


„ისტორიული პროექტი დავიწყეთ. ჩვენი ბავშვებისთვის შევძელით და სახელმწიფომ აიღო სრული პასუხისმგებლობა და გარანტია, რომ ყველა ბავშვს, რომელსაც ექნება ონკოლოგიური დიაგნოზი მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში ვუმკურნალებთ. ამისთვის, ბიუჯეტი არის, დაახლოებით, 30 მილიონი ლარი, თუმცა, ამით არ შემოისაზღვრება. ძალიან მიხარია, რომ გამოჯანმრთელების შედეგები მაღალია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.


ღონისძიების ფარგლებში, „სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ეკატერინე ფესტვენიძემ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობის პროგრამის პრეზენტაციაც გამართა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს აძლევს. პრეზენტაციები წარმოადგინეს პარტნიორი კლინიკების – თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“, ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრისა“ და „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრის“ ხელმძღვანელებმაც.


საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. ცენტრში, ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, თითოეულ ბენეფიციარს, თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის, სამედიცინო მომსახურება. პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე;


საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. ცენტრში, ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს;


  პოსტი ნახა მილიონზე მეტმა ადამიანმა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება დროულად და პირდაპირ არის ინფორმირებული - 6 საყურადღებო სიმპტომი, რომლითაც „კოვიდ 19-ის“ ახალი შტამი ვლინდება

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights